ლეა სულ უფრო ემსგავსება ბებიას - მაკა ასათიანის რძალი, ნანიკო კლდიაშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ახალ კადრებს აქვეყნებს - Marao

ლეა სულ უფრო ემსგავსება ბებიას - მაკა ასათიანის რძალი, ნანიკო კლდიაშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ახალ კადრებს აქვეყნებს

2026-10-16 13:49:54+04:00

მაკა ასათიანის ოჯახი ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესითა და სიყვარულით სარგებლობს. მათი ცხოვრების დეტალები, სტილი და სიახლეები ხშირად ხდება საზოგადოების განხილვის საგანი.

არანაკლები პოპულარობით სარგებლობს მაკას რძალი, ნანიკო კლდიაშვილი. ნანიკო კახი ჟორდანიას მეუღლეა - წყვილი უკვე წლებია დაოჯახებულია და მათ ორი ულამაზესი შვილი, ლეა და ლეო ჰყავთ.

ნანიკო სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, სადაც გამომწერებს ხშირად უზიარებს ოჯახურ ფოტოებსა და ყოველდღიურობის ამსახველ თბილ კადრებს. ამჯერად მან გამომწერებს შვილთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო მასალა გაუზიარა, რამაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და დადებითი კომენტარები დაიმსახურა.

naniko-kldiashvili

naniko-kldiashvili

  • კახი ჟორდანიასა და ნანიკო კლდიაშვილის პარიზული არდადეგები - რა ფოტოს აქვეყნებს მაკა ასათიანის რძალი 

ნანიკო კლდიაშვილის და კახი ჟორდანიას ოჯახი

მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და მისი რჩეული ნანიკო კლდიაშვილი 2017 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. როგორც ცნობილია, ნანიკოს წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა და მას არაერთ მნიშვნელოვან ჩვენებაში მიუღია მონაწილეობა. გარდა ამისა, უძღვება ჯანსაღი ტკბილეულის წარმოების ბიზნესს, რაც ახლა მისი მთავარი საქმიანობაა. 

წყვილს პირველი შვილი 2020 წლის 14 თებერვალს შეეძინა. ნანიკომ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. ახალშობილს ლეა დაარქვეს. ლეა, ცნობილი ოჯახის მსგავსად, უკვე პოპულარული ბავშვია და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. მეორე შვილი, ლეო კი წყვილს სულ ცოტა ხნის წინ შეეძინა. 

naniko-kldiashvilik

  • „საღამოს 8 საათზე სახლი უფრო ხმაურიანი ხდება, მაგრამ უფრო ბედნიერიც...“ - ნანიკო კდლიაშვილის იშვიათი ინტერვიუ 

ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვი­ლის დე­დას, მაკა იო­სე­ლი­ანს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ქალი წლე­ბია, რაც უნი­ვერ­სი­ტე­ტ "ჯი­პას“ რექ­ტო­რია. უნი­ვე­რსი­ტეტ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბამ­დე კი მუ­შა­ობ­და დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებ­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. მა­კას, ნა­ნი­კოს გარ­და, კი­დევ ერთი გო­გო­ნა ჰყავს - ლი­კუ­ნა კლდი­აშ­ვი­ლი.

ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვი­ლის დე­დას, მაკა იო­სე­ლი­ანს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ქალი წლე­ბია, რაც უნი­ვერ­სი­ტე­ტ "ჯი­პას“ რექ­ტო­რია. უნი­ვე­რსი­ტეტ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბამ­დე კი მუ­შა­ობ­და დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებ­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში. მა­კას, ნა­ნი­კოს გარ­და, კი­დევ ერთი გო­გო­ნა ჰყავს - ლი­კუ­ნა კლდი­აშ­ვი­ლი.

ამ­ბობს, რომ ეს იყო მისი ოც­ნე­ბა, ოღონდ ჰო­ბის დო­ნე­ზე... ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ ფიქ­რობ­და, რომ კუ­ლი­ნა­რი­ას პრო­ფე­სი­უ­ლად და­ე­უფ­ლე­ბო­და. დი­ლის 6-დან ღა­მის 10 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ობ­და. ნა­ნი­კოს თქმით, ბევ­რჯერ უტი­რია და იქა­უ­რო­ბის მი­ტო­ვე­ბა­ზეც ფიქ­რობ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ სერ­ტი­ფი­კა­ტი მა­ინც აიღო. ნა­ნი­კომ შემ­დეგ პრო­ფე­სი­ად ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გია აირ­ჩია და სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა. ახა­ლ პრო­ფე­სი­ას კი ახალ ბიზ­ნესპრო­ექ­ტში იყე­ნებს.

მისი ცხოვ­რე­ბა ორად იყო­ფა, კა­ხიმ­დე და კა­ხის გაც­ნო­ბის შემ­დეგ... შვი­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ კი ამ­ბობს, რომ სა­კუ­თარ თავ­ში ახალ-ახალ შეგ­რძნე­ბებს პო­უ­ლობს. ყო­ველ­თვის სა­ათს უყუ­რებს, რო­დის მივა და დროს ლე­ას­თან გა­ა­ტა­რებს... კახი ჟორ­და­ნი­ას ოჯახს ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობ­და, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თი ახ­ლოს სა­ერ­თო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­იც­ნეს. მალე იქორ­წი­ნეს. პა­ტარ­ძალს ქორ­წილ­ში ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის კაბა ეცვა. ამ­ბობს, რომ ეს დღე მის­თვის და მისი მე­გობ­რე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბად რჩე­ბა.

კახი კი პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან იმ­დე­ნად ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნად იქცა, რომ ლო­გი­კუ­რი იყო, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ქორ­წი­ნე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო.

"კახი ბიზ­ნეს­მე­ნია და მისი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხში­რად გვი­წევს მოგ­ზა­უ­რო­ბა. ზო­გა­დად, საკ­მა­ოდ პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ ლე­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ყვე­ლა პრინ­ცი­პი მა­ვი­წყდე­ბა. მისი აღ­ზრდის წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სე­ბი არ გა­მაჩ­ნია. მინ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ი­ზარ­დოს. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ენერ­გი­უ­ლი ბავ­შვია, ახერ­ხებს, რომ ყვე­ლამ მის გარ­შე­მო იტ­რი­ა­ლოს", - ამ­ბობს ნა­ნი­კო ინ­ტერ­ვი­უ­ში.