Victoria’s Secret Fashion Show 2026
ბოლოს, როდესაც Victoria’s Secret-ის ჩვენება ლოს-ანჯელესში გაიმართა, 2007 წელი იყო. ბრწყინვალე საღამოს წამყვანი ჰაიდი კლუმი გახლდათ, პოდიუმი სუპერმოდელმა ადრიანა ლიმამ გახსნა, სელიტა იბენქსმა მილიონდოლარიანი ბიუსტჰალტერი „Very Sexy Holiday“ მოირგო, ხოლო განუმეორებელმა კანდის სვეინპულმა „ანგელოზის“ ამპლუაში დებიუტი შეასრულა - ეს ყველაფერი კი Will.I.Am-ის, სილისა და Spice Girls-ის ცოცხალი შესრულების ფონზე მიმდინარეობდა.
თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, ყოველწლიური სანახაობა დასავლეთ სანაპიროზე 2026 წლის სეზონისთვის დაბრუნდა. ლიმა და სვეინპული კვლავ პოდიუმზე არიან ისეთ ვეტერანებთან ერთად, როგორებიც არიან: ალექს კონსანი, ანოკ იაი, ეშლი გრემი, დევინ გარსია, ჯიჯი ჰადიდი, იმაან ჰამამი, ჯოან სმოლსი, ლიუ ვენი და პალომა ელესერი. ბარბარა პალვინმა, რომელსაც დილან სპრაუსთან ერთად პირველი შვილი სულ რაღაც ერთი თვის წინ შეეძინა, მეხუთე სეზონისთვისაც დაბრუნდა პოდიუმზე. გასული წლის დებიუტის შემდეგ, ამელია გრეი ჰემლინი, ები ჩემპიონი და პრეშეს ლი Victoria’s Secret-ის შოუზე მეორედ გამოჩნდნენ, ხოლო ელზა ჰოსკმა რვაწლიანი პაუზის შემდეგ ბრწყინვალე დაბრუნება გაიფორმა.
ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა Victoria’s Secret-ის ოფიციალურ Instagram, TikTok და YouTube არხებზეა შესაძლებელი. შოუში მონაწილეობენ Megan Thee Stallion, ტეიტ მაკრეი, Katseye და მეგან მორონი. ვარდისფერი ხალიჩაც ისეთივე ვარსკვლავური გამოდგა, როგორიც პოდიუმი - ამ სტატიაში კი თვალი გადაავლეთ 2026 წლის Victoria’s Secret Fashion Show-ს TOP 10 ლუქს პოდიუმიდან: