"არის ბედნიერება, რომელსაც სიტყვები ვერ აღწერს" - მაკა კვიციანის წერილი მეოთხე შვილისა და ოჯახური ბედნიერების შესახებ - Marao

"არის ბედნიერება, რომელსაც სიტყვები ვერ აღწერს" - მაკა კვიციანის წერილი მეოთხე შვილისა და ოჯახური ბედნიერების შესახებ

2026-10-19 12:33:26+04:00

"არის ბედნიერება, რომელსაც სიტყვები ვერ აღწერს. მე და ჩემს მეუღლეს ერთ დღეს გვაქვს დაბადების დღე და წელს საკუთარ თავს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი გავუკეთეთ - პატარა ილიკო. მისი ნათლობა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ემოციური დღე იყო, რომელიც საყვარელ ადამიანებთან ერთად გავიზიარეთ. მადლობა ყველას, ვინც ეს დღე ჩვენთან ერთად გაატარა და ამდენი სითბო და სიყვარული გვაჩუქა. მადლობა ღმერთს ჩვენი ილიკოსთვის, ამ პატარა ადამიანისთვის, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ამხელა სიყვარულით აავსო", წერს სოციალურ ქსელში დიზაინერი მაკა კვიციანი და ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს. 

MAKA-KVITSIANI

MAKA-KVITSIANI

MAKA-KVITSIANI

MAKA-KVITSIANI

ბიზნესლედი და დიზაინერი მაკა კვიციანი წარმატებულ შემოქმედებით კარიერასა და მრავალშვილიან დედობას ერთმანეთს იდეალურად უთავსებს. ცნობილი ქართული ბრენდის, Dalood-ის დამფუძნებელი და პროექტ „მასტერშეფის“ ყოფილი მონაწილე, მეუღლესთან - შოთა ბერეკაშვილთან ერთად ოთხ შვილს ზრდის.

მაკა კვიციანი - ოჯახი და კარიერა

მაკა კვიციანს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ცნობილი ქართული ბრენდის, Dalood-ის კრეატიული დირექტორია. მაკა რამდენიმე წლის წინ პოპულარულ კულინარიულ შოუში იღებდა მონაწილეობას, მოგვიანებით კი ერთ-ერთი პროექტის ჟიურის წევრიც იყო. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი და ყურადღება უფრო მეტად გაიზარდა. მაკა პირად თუ ოჯახურ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ ხშირად აზიარებს და გამომწერებისგან ყოველთვის დადებით შეფასებას იღებს.

  • დედის ასლი - პირველი ფოტო ილიასთან ერთად: დიზაინერი მაკა კვიციანი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

განსაკუთრებულ მოწონებას კი მაკა კვიციანის სტილი და გემოვნება იმსახურებს. ის თითქმის არასდროს ჩნდება სპორტული სამოსით, შესანიშნავად ირგებს კლასიკურ სტილს და ხშირად ხდება სხვა ქალებისთვის შთაგონების წყაროც. 

  • გამორჩეული სტილი, ბედნიერი ოჯახი და საზაფხულო არდადეგები - მაკა კვიციანის პორტრეტი

მაკას და მის მეუღლეს 4 შვილი ჰყავთ. 

მაკა კვიციანის მეუღლე, შოთა ბერეკაშვილი არის ქართველი ბიზნესმენი, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.