დედის ასლი - პირველი ფოტო ილიასთან ერთად: დიზაინერი მაკა კვიციანი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - Marao

დედის ასლი - პირველი ფოტო ილიასთან ერთად: დიზაინერი მაკა კვიციანი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

2026-09-28 11:26:38+04:00

ბიზნესლედი და დიზაინერი მაკა კვიციანი წარმატებულ შემოქმედებით კარიერასა და მრავალშვილიან დედობას ერთმანეთს იდეალურად უთავსებს. ცნობილი ქართული ბრენდის, Dalood-ის დამფუძნებელი და პროექტ „მასტერშეფის“ ყოფილი მონაწილე, მეუღლესთან - შოთა ბერეკაშვილთან ერთად ოთხ შვილს ზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერი პირადი ცხოვრების დეტალებსა და ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელში იშვიათად აქვეყნებს, მან გამომწერებს ახლახან განსაკუთრებული სიხარული გაუზიარა. მაკა სულ ცოტა ხნის წინ მეოთხე შვილის, პატარა ილიკოს დედა გახდა.

დიზაინერმა სოციალურ ქსელში ილიკოსთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც საზოგადოების მხრიდან უამრავი დადებითი შეფასება და თბილი კომენტარი დაიმსახურა.

maka-kvitsiani

  • ნათლობის გრანდიოზული წვეულება, უცხოელი მომღერლები და ცნობილი სტუმრები: როგორი იყო მაკა კვიციანის მეოთხე შვილის ნათლობა 

მაკა კვიციანი

მაკა კვიციანს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ცნობილი ქართული ბრენდის, Dalood-ის კრეატიული დირექტორია. მაკა რამდენიმე წლის წინ პოპულარულ კულინარიულ შოუში იღებდა მონაწილეობას, მოგვიანებით კი ერთ-ერთი პროექტის ჟიურის წევრიც იყო. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი და ყურადღება უფრო მეტად გაიზარდა. მაკა პირად თუ ოჯახურ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ ხშირად აზიარებს და გამომწერებისგან ყოველთვის დადებით შეფასებას იღებს.

  • იშვიათი ოჯახური კადრები: მაკა კვიციანი მეოთხე შვილის ფოტოებს აქვეყნებს 

განსაკუთრებულ მოწონებას კი მაკა კვიციანის სტილი და გემოვნება იმსახურებს. ის თითქმის არასდროს ჩნდება სპორტული სამოსით, შესანიშნავად ირგებს კლასიკურ სტილს და ხშირად ხდება სხვა ქალებისთვის შთაგონების წყაროც. 

მაკას და მის მეუღლეს 4 შვილი ჰყავთ. 

მაკა კვიციანის მეუღლე, შოთა ბერეკაშვილი არის ქართველი ბიზნესმენი, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.