ანასტასია ბენდუქიძის დიდი მოლოდინი და მთავარი ბედნიერება: ერთი კაბა და სამი ორსულობა - Marao

ანასტასია ბენდუქიძის დიდი მოლოდინი და მთავარი ბედნიერება: ერთი კაბა და სამი ორსულობა

2026-10-19 12:37:11+04:00

საზოგადოებისთვის საყვარელი და ცნობილი სახე, ანასტასია ბენდუქიძე, ქართველი მაყურებლისა და სოციალური ქსელის მომხმარებლების ყურადღების ცენტრში ყოველთვის ექცევა. მისი ოჯახური სიახლეები, პირადი ცხოვრება თუ ყოველდღიური კადრები საზოგადოებაში ყოველთვის დიდ ინტერეს იწვევს.

ანასტასია ბიზნესმენ ივანე მხეიძეზეა დაქორწინებული. წყვილი  ორ შვილს ზრდის და სულ მალე ოჯახის კიდევ ერთ, მესამე წევრს ელოდება.

ახლახან ანასტასიამ გამომწერებს მორიგი კადრები გაუზიარა, სადაც ოჯახური იდილია და მოახლოებული სასიხარულო სიახლის მოლოდინი კიდევ ერთხელ იგრძნობა.

"2026, 2024, 2020" - წერს ანასტასია. ანასტასიამ სამივე ორსულობაში ერთი და იგივე კაბა მოირგო.

anastasia-bendukidze

anastasia-bendukidze

anastasia-bendukidze

  • "ჩემს მეუღლემდე საშინელი შეყვარებული მყავდა - ძალიან ტოქსიკური“ - ანასტასია ბენდუქიძის გულახდილი ინტერვიუ 

ანასტასია ბედუქიძე - ოჯახი და კარიერა

ეკონომიკის ექსმინისტრის, კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე საზოგადოებამ მამის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო. ანასტასია სანამ მამის გვარზე ოფიციალურად გადავიდოდა, და ეს კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, გონჩაროვას გვარს ატარებდა.

სკანდალური სასამართლო პროცესების შედეგად, რომლებზეც უცხოური მედიაც აქტიურად წერდა, ლონდონის სასამართლოში ანასტასიამ დაამტკიცა, რომ ის მართლაც კახა ბენდუქიძის შვილი იყო და ამის შემდეგ მიიღო კიდეც მემკვიდრეობა.

"18 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ კახა მამაჩემი იყო. ეს თვითონ მითხრა. ლონდონში ვიყავით სასტუმროში, შევედი მასთან ოთახში, "ადაპტორი" მჭირდებოდა. რომ მივედი და მომცა, მითხრა, აიღე, შვილოო. მე ვუთხარი, ჰო, შენ ჩემთვის ყოველთვის მამასავით იყავი-მეთქი. მე შენი მამა ვარ, ბიოლოგიურიო. შოკში ჩავვარდი. მეგონა, შენ იცოდიო, მითხრა. არა, არ ვიცოდი-მეთქი. ძალიან ვგავარ მამას. მანამდე არ მიფიქრია, რომ მას ვგავდი, ამ პუტკუნა, ულვაშიან, მელოტ კაცს. ახლა რომ ვუყურებ, ძალიან ვგავარ.

anastasia-bendukidze

  • "ის 2 წლისაც არ არის და ჩემზე უკეთ საუბრობს ქართულად" - ანასტასია ბენდუქიძე შვილების უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს 

მგონი, ვერ ვხვდებოდი, რამდენი საინტერესო რამე შემეძლო მეკითხა. ვერ ვაფასებდი სათანადოდ ამას. იყო მამაჩემი უბრალოდ და არ ვიცოდი, რაზე შეიძლება დავლაპარაკებოდი, საქართველოს პოლიტიკაზე თუ მსოფლიო განვითარებაზე. რაღაც დებილობებზე ვლაპარაკობდით. საერთოდ არ ვიყავი მზად იმ ცხოვრებისთვის, რომელიც დამიტოვა. 25 წლის ვიყავი, როცა "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი გავხდი და "ცოდნის ფონდის" დირექტორი. 5 რამ დამიბარა სიკვდილამდე:

გამხდარი უნდა ვიყო, ქართული უნდა ვისწავლო, უნდა მივიღო უფრო კარგი განათლება, უნდა მქონდეს ბიზნესი, რომელიც იქნება ჩემთან ახლოს და რომელიც უნდა განვითარდეს თანდათან; უნდა ვიცხოვრო ბედნიერად და ტანჯვის გარეშე გარდავიცვალო", - ამბობდა ანასტასია

ანასტასია ბენდუქიძე ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. მან 2017 წელს  ბიზნესმენ ივანე მხეიძეზე იქორწინა, წყვილმა ქორწილი საბერძნეთში, მეგობრებისა და ახლობლების თანხლებით გადაიხადა. 2020 წელს ანასტასიასა და ივანეს პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს, სულ ცოტა ხნის წინ კი ისინი პატარა გოგონას, ლიანას მშობლები გახდნენ.