თათა ვასაძე ოჯახზე, ადრეულ ასაკში ქორწინებასა და დედობაზე - "ჩემთვის 21 წელი არ არის ადრეული ასაკი" - Marao

თათა ვასაძე ოჯახზე, ადრეულ ასაკში ქორწინებასა და დედობაზე - "ჩემთვის 21 წელი არ არის ადრეული ასაკი"

2026-10-21 09:59:01+04:00

ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და საზოგადო მოღვაწის, ლევან ვასაძის ქალიშვილი, თათა ვასაძე, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბავშვობიდანვე მოექცა. ის წლების განმავლობაში მამის ბრენდის სახე იყო და სარეკლამო კამპანიებშიც ხშირად ჩნდებოდა, თუმცა დღეს მან საკუთარი, დამოუკიდებელი გზა იპოვა.

დღესდღეობით თათა წარმატებით აგრძელებს მოცეკვავის კარიერას ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილებში“. პარალელურად, მას საკუთარი ოჯახი აქვს - მეუღლე და ერთი შვილი. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ის აქტიურად ინარჩუნებს კომუნიკაციას სოციალურ ქსელებში თავის გამომწერებთან, უზიარებს მათ ყოველდღიურ კადრებს, დედობის გამოცდილებასა და სასარგებლო რჩევებს.

ამჯერად თათამ გამომწერების შეკითხვებს უპასუხა. განსაკუთრებული ინტერესი მისმა ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნამ გამოიწვია.

- არ შეგეშინდათ ოჯახის ადრეულ ასაკში შექმნა? როგორ მიხვდი რომ მზად იყავი?

-  ჩემთვის 21 წელი არ არის ადრეული ასაკი. ყველას თავისი "სწორი" ასაკი აქვს ამისთვის. მე ამაზე ვოცნებობდი... ყველას გისურვებთ ის  იპოვოთ ცხოვრებაში რასაც ეძებთ.

tata-vasadze

  • TOP 6 პატარძალი „სუხიშვილებიდან“ - ქორწილები, რომლებმაც მთელი ქვეყანა აალაპარაკა 

თათა ვასაძე

თათა ვასაძე, ლევან ვასაძის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. როგორც სხვა დედმამიშვილები, მანაც მამის კერძო სკოლა დაამთავრა. გოგონა "სუხიშვილების" მოქმედი მოცეკვავეა. ის აქტიურია სოციალურ ქსელში და "ტიკ-ტოკსაც" აქტიურად იყენებს, სადაც ყოველდღიურ ვლოგებსა და ცხოვრების საინტერესო მომენტებს უზიარებს გამომწერებს. სწორედ ამ პლატფორმაზე აზიარებდა თათა რჩეულთან, ბათა ზედგენიძესთან ერთად გადაღებულ კადრებსაც.

ამასთან ხშირად პასუხობს გამომწერების კითხვებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს. უყვარს კითხვა და მისი საყვარელი ნაწარმოებია ოთარ ჭილაძის "ყოველმან ჩემმან მპოველმან“, წიგნის საყვარელი გმირი კი "პატარა უფლისწულია". თათას პასუხებიდან გავიგეთ, რომ სუხიშვილების სტუდიაში პირველად 2009 წელს მივიდა. ამჟამად კი ანსამბლის ერთ-ერთი ძირითადი მოცეკვავეა და სოლო პარტიებსაც ასრულებს. მისი მომავალი ცეკვას უკავშირდება, დიახ, ის არქიტექტორი მოცეკვავე იქნება, - ამბობს თათა.

 tata-vasadze

  • თათა ვასაძის ემოციური გზავნილი გოგოებისთვის - ოჯახი, შიშები და სიყვარული 

თათა ვასაძისა მისი რჩეულის, და ბათა ზედგინიძის ქორწილი 2024 წლის  28 ივლისს გაიმართა. ქორწილის ულამაზესი კადრები მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელში. განსაკუთრებული მოწონება კი მამა-შვილის, თათა და ლევან ვასაძეების ცეკვამ დაიმსახურა. ქორწილს წინ უსწრებდა ულამაზესი ხელის თხოვნა და წინასაქორწინო წვეულება. ცოტა ხნის წინ თათა და ბათა პირველი შვილის შვილის მშობლები გახდნენ.