ბრიტანელი მოდელი როზი ჰანტინგტონმა Instagram-ზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც გაიხსენა, როგორ დაიწყო მისი ისტორია ცნობილ ბრენდთან თითქმის 20 წლის წინ და რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს გამოცდილება მისი კარიერისთვის.
როგორც როზი წერს, პირველი Victoria’s Secret-ის ჩვენებაში მონაწილეობა მაშინ მიიღო, როდესაც მხოლოდ 19 წლის იყო და სამოდელო კარიერაში რამდენიმე წლის გამოცდილება ჰქონდა. იმ დროს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს მომენტი მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა.

მოდელის თქმით, Victoria’s Secret პირველი მსხვილი ბრენდი იყო, რომელმაც ის მიიღო და ისეთი შეიყვარა, როგორიც იყო, ენერგიული, თავისუფალი და მომავლის მიმართ დიდი მოლოდინებით სავსე.
Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში როზი განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს შოუს კულისებში გატარებულ დროსაც. ის წერს, რომ საყვარელ „ანგელოზებთან“ - ჟიზელ ბუნდჰენთან, ალესანდრა ამბროსიოსა და ადრიანა ლიმასთან - შეხვედრით აღფრთოვანებული იყო. მისი თქმით, ცნობილმა მოდელებმა ის თბილად მიიღეს და საკუთარ გარემოში ადგილი დაუთმეს.

თითქმის 20 წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში, Victoria’s Secret-ის ჩემს პირველ ჩვენებაზე გამოვედი. 19 წლის ვიყავი, სამოდელო კარიერის დაწყებიდან სულ რამდენიმე წელი იყო გასული და წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ეს მომენტი ჩემს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა.
victorias secret იყო პირველი მსხვილი ბრენდი, რომელმაც გულღიად მიმიღო და მცნო ზუსტად ისეთი, როგორიც ვიყავი - ცოტათი გიჟური, სიცოცხლით სავსე და მომავლით უსაზღვროდ აღფრთოვანებული.
მახსოვს, კულისებში აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი, როცა სურათებს ვიღებდი ჩემს ფავორიტ „ანგელოზებთან“ - ჟიზელთან, ალესანდრასა და ადრიანასთან, რომლებმაც ასე თბილად მიმიღეს. ეს იყო ყველაფერი, რაზეც ოდესმე მიოცნებია და იმაზე მეტიც კი.


Victoria’s Secret-თან თანამშრომლობის წლებმა უამრავი კარი გამიღო, მიმიყვანა ისეთ ადგილებში, რომლებზეც მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო და დამეხმარა იმ კარიერის შექმნაში, რომლის ქონის ბედნიერებაც მხვდა წილად. ეს ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი თავი იყო - პერიოდი, რომელსაც ყოველთვის მადლიერებით, სიყვარულითა და სიამაყით გავიხსენებ.
ახლა კი, თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, იმავე პოდიუმზე დაბრუნება წარმოუდგენლად განსაკუთრებული გრძნობაა. ვბრუნდები სულ სხვა ქალი, განსხვავებული იმ გოგონასგან, რომელმაც პირველი ნაბიჯი გადადგა - ასაკით უფროსი, იმედია, ცოტათი უფრო ბრძენი, საკუთარი ოჯახითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით, რომელსაც 19 წლის ასაკში ვერც კი წარმოვიდგენდი. თუმცა, ზუსტად იმავე აღფრთოვანებით, მადლიერებითა და სულიერი განწყობით.

უზომოდ გახარებული ვარ, რომ ამ კვირას უამრავი მშვენიერი, თამამი და შთამაგონებელი ქალის გვერდით გავივლი და კიდევ ერთხელ გამოვცდი მთელ ამ შემოქმედებითობას, ფანტაზიასა და ჯადოქრობას.
ზოგიერთი ოცნება მართლაც კრავს სრულ წრეს.
ჩვენების დროა! აი, მოდიან „ანგელოზები“!" - წერს როზი

როზი ჰანტინგტონისთვის Victoria’s Secret-ის პოდიუმზე დაბრუნება მხოლოდ მორიგი ჩვენება არ არის - ეს წარსულთან დაბრუნება და იმ გზის გახსენებაა, რომელმაც მისი სამოდელო კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი შექმნა.