"ბევრჯერ ვიყავი ისეთ მდგომარეობაში, რომ ალბათ, უნდა დამემთავრებინა ცხოვრება..." - თიკო ჩხეიძის ინტერვიუ - Marao

"ბევრჯერ ვიყავი ისეთ მდგომარეობაში, რომ ალბათ, უნდა დამემთავრებინა ცხოვრება..." - თიკო ჩხეიძის ინტერვიუ

2026-10-20 16:46:18+04:00

მოდელი თიკო ჩხეიძე ზოდიაქოთი თხის რქაა და როგორც ჩანს, ამ ნიშნის ტიპური წარმომადგენელიცაა. მისი თვისებების შესახებ დეტალურად ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

tiko-chkheidze

  • „ამ ამბავმა მხოლოდ და მხოლოდ გამაძლიერა“ - როგორ პასუხობს ქეთი სვანიძე უსამართლო ნეგატივსა და კრიტიკას

თიკო ჩხეიძის ინტერვიუ

- 6 იანვარს მაქვს დაბადების დღე, შესაბამისად, ზოდიაქოთი თხის რქა ვარ. ჩემს ნიშანთან დამთხვევებს ვხედავ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ასტროლოგიურ პროგნოზებს თვალს ვადევნებ და ყოველდღიურობაში ვითვალისწინებ.

– თხის რქები საკმაოდ პრაქტიკული ადამიანები არიან.

– ვეთანხმები, მეც ასეთი ვარ. ასევე, ამ ზოდიაქოს ახასიათებს შრომისმოყვარეობა და ეს თვისებაც მაქვს, მიზანდასახულიც ვარ, გზიდან გადახვევა არ მახასიათებს და ჩანაფიქრის განხორციელებაც შემიძლია.

– ძალიან ერთგულები არიან და სხვისგანაც იმავეს მოითხოვენ.

– ჩემს შემთხვევაშიც ასეა. ზოგადად, თხის რქა ძალიან მომთხოვნი ნიშანია. თვითონ იმდენად პრინციპულია, იმდენად მაღალი სტანდარტები აქვს თავისი თავისთვის დაწესებული, რომ თუ სხვაც იგივენაირად არ იქცევა, დისბალანსს განიცდის. ურთიერთობაში მუდმივად მოითხოვს იმას, რასაც თვითონ აკეთებს. ისეც ხდება, სხვას არ შეუძლია იგივეს გაკეთება, მაგრამ თხის რქა მაინც ჯიუტად მოითხოვს. ბევრჯერ მიცდია საკუთარ თავზე მუშაობა ამის გამო, ვცდილობ, სხვა ადამიანების მიმართ არ ვიყო ისეთი მომთხოვნი, როგორიც საკუთარი თავის მიმართ ვარ, მაგრამ არ გამომდის. ეს ართულებს ურთიერთობას, იმიტომ, რომ ვერავინ გააკეთებს ისე, როგორც შენ გინდა. შენ ბუნებრივად გაქვს შესაბამისი რესურსი, სხვას – არა, თუმცა, თხის რქას ამის გაგება უჭირს.

tiko-chkheidze

  • „ყველამ მითხრა, რომ უფრო გამხდარი უნდა ვყოფილიყავი“ - მსახიობი ნინო მუმლაძე წლების განმავლობაში დაგროვილ რთულ გამოცდილებაზე

– ნუ გეგონება, რომ თხის რქის სიჩუმე სისუსტეს ნიშნავს, მისი დუმილი მოახლოებული ქარიშხლის ნიშანია. ასეა?

– ამით არ ვგავარ ჩემს ნიშანს. მე წყნარად ყოფნა არ შემიძლია. სიმშვიდეს ვერ ვინარჩუნებ, მაშინვე ვფეთქდები. რა თქმა უნდა, თუ შესაბამისი გარემოებაა, თუმცა უცხოებს სხვაგვარი წარმოდგენა აქვთ ჩემ შესახებ, ალბათ, შორიდან მშვიდი და გაწონასწორებული ვჩანვარ.

მე არ მიყვარს ცუდი განწყობის შიგნით შენახვა. მირჩევნია, იქვე გამოვხატო, დაველაპარაკო ადამიანს და გადავწყვიტო, მინდა თუ არა მასთან ურთიერთობის გაგრძელება.

– თხის რქა ქალი განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევა. შეუძლიათ, ქვა გახეთქონ და გაიფურჩქნონ ნებისმიერ გარემოებაში...

– ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ალბათ, ასეა. ბევრჯერ ვიყავი ისეთ მდგომარეობაში, რომ ალბათ, უნდა დამემთავრებინა ცხოვრება, მაგრამ გრძელდება. არის წუთები, როცა მიხარია, რომ ვცხოვრობ. ეს ძლიერების გამომხატველიც არის, მაგრამ ამის უკან დიდი ტკივილია. თხის რქები ცოტა მელანქოლიურები არიან და ძალასა და სევდას ერთმანეთს აფარებენ. სიცოცხლისუნარიანობა და ბრძოლისუნარიანობა კი ჩვენში დიდი დოზით არის. თხის რქა არასდროს ნებდება და არც არსებულ რეალობას ემალება.

წაიკითხეთ სრულად