„ამ ამბავმა მხოლოდ და მხოლოდ გამაძლიერა“ - როგორ პასუხობს ქეთი სვანიძე უსამართლო ნეგატივსა და კრიტიკას - Marao

„ამ ამბავმა მხოლოდ და მხოლოდ გამაძლიერა“ - როგორ პასუხობს ქეთი სვანიძე უსამართლო ნეგატივსა და კრიტიკას

2026-10-20 16:29:33+04:00

ქეთი სვანიძის "უცნობი მხარე"

- ვინ არის ქეთი სვანიძე?

- ქეთი სვანიძე არის ერთი რიგითი მოქალაქე, მსახიობი და ჩვეულებრივი მოკვდავი, როგორც ყველა.

- ბედნიერების ცრემლებით როდის გიტირიათ?

- როცა შვილი შემეძინა. ეს განსაკუთრებით ამაღელვებელი დღე იყო და ამაზე დიდი ემოცია ცხოვრებაში არ არსებობს. მართლა რომ ბედნიერი ხარ და შენ თავს საოცრება ხდება. ეს დღე და ეს მომენტი შეუდარებელია ყველა დედისთვის – როცა შენს შვილს პირველად დაინახავ.

keti

  • „ვარდისფერმა სათვალემ 20 წლის მერე იცვალა ფერი... 51 წლის გავხდი, ასაკს არ ვმალავ და არც წლების მატება მაშინებს“ – ნინო კურატაშვილი გადაფასებულ წლებსა და კამერების მიღმა დარჩენილ ემოციებზე

- არის ქეთის ოცნება მსოფლიო მასშტაბის პოპულარობა?

- არ არსებობს მსახიობი, ვისაც ეს ოცნება არ აქვს და, რა თქმა უნდა, არ მრცხვენია ამის თქმა. რატომაც არა?! ჩვენი პროფესია სახალხოა, ხალხს ემსახურება და ძალიან დიდი ბედნიერება იქნება, თუ ისეთ რამეს გავაკეთებ, რაც მსოფლიო მასშტაბით გახდება პოპულარული – თუნდაც კინოში ან თეატრში, რაც ცოტა რთულია. თვითონ პროფესია მოიცავს ამას. არ მინდა, ამბიციურად გამიგოს მკითხველმა, მაგრამ ყველა მსახიობის, მომღერლისა თუ მხატვრის ოცნებაა, თავისი პროფესიით იყოს წარმატებული და ცნობადი.

- რა გსმენიათ საკუთარ თავზე გამორჩეულად სასიამოვნო და, პირიქით, ისეთი, რამაც გული გატკინათ?

- გულის ტკივილით დავიწყებ: ალბათ, არ ვიმსახურებდი ამდენ ნეგატივს, რაც „ვეფხისტყაოსნის“ დადგმას მოჰყვა. ასეთ რამეებს ისეთი ადამიანები წერდნენ, რომელთაც არცერთი ჩემი ნამუშევარი არ უნახავთ და არ იციან, რას ვაკეთებ, ვინ ვარ ან რა ვარ (ამით იმას არ ვამბობ, რომ აუცილებლად ყველაფერს კარგად ვაკეთებ). თუნდაც ეს კონკრეტული როლი არ უნახავთ და მგონია, რომ ბევრს ზედმეტი მოუვიდა.

keti

  • „დღესვე მინდა ავდგე და წავიდე...“ - ნინი შერმადინი ემიგრაციაში განცდილ ნოსტალგიასა და სამშობლოში დაბრუნების სურვილზე

საბედნიეროდ, ბევრჯერ გამიგია ჩემზე, რომ ძლიერი და მომთმენი ვარ, ვიღაცისთვის მაგალითიც კი ყოფილა ჩემი სიძლიერე. ეს არაერთხელ უთქვამთ და ძალიან გამხარებია. ამ ნეგატივზეც ხშირად აღუნიშნავთ: „ყოჩაღ, რომ გაუძელი და მყარად გააგრძელე წინსვლა“. ვთვლი, რომ ესეც უნდა გამოსცადო ცხოვრებაში, რომ საკუთარი თავი არ დაკარგო და ამან შენს პროფესიაზე უარყოფითად არ იმოქმედოს. არ მეგულება ადამიანი, ვისზეც ეს არ იმოქმედებდა და, რა თქმა უნდა, ჩემზეც იმოქმედა, მაგრამ მე ვიცი, რას ვაკეთებ. ამ ამბავმა მხოლოდ და მხოლოდ გამაძლიერა და კიდევ მეტის კეთების სურვილი მომცა – იმ ადამიანებსაც კი, ვისაც ერთი ნეგატიური სიტყვა მაინც ჰქონდა დაწერილი, ჩემივე საქმით შევუცვალო დამოკიდებულება და დადებითად განვაწყო.

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

- ცხოვრებისეული შიშებიდან ყველაზე დიდი დედის დაკარგვის შიშია. რადგან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ბავშვობიდან სულ მქონდა მშობლის დაკარგვის შიში, რაც ალბათ, ყველას აქვს. ჰქონია პერიოდები, როცა ძალიან ცუდად ყოფილა და ეს შიშები განსაკუთრებით მიმწვავდებოდა. შვილი როცა გიჩნდება, მერე ეს შიში მასზეც გადადის – რომ შენი შვილი იყოს კარგად. ყველა დედის მთავარი ფიქრი, ალბათ, ეს არის. ამ მხრივ, სულ ფორიაქში ვარ და არასდროს ვარ მშვიდად. ხანდახან შეიძლება, ისე აჰყვე ამ ფიქრებს, რომ უაზრობაშიც კი გადაგივიდეს.

წაიკითხეთ სრულად