"როდესაც ჩემს ორი წლის შვილს ვუყურებ, ვხვდები..." - ნინო თოლორდავასა და გიორგი დავითაიას პატარა თადა-ერეკლეს პირველი რთველი - Marao

"როდესაც ჩემს ორი წლის შვილს ვუყურებ, ვხვდები..." - ნინო თოლორდავასა და გიორგი დავითაიას პატარა თადა-ერეკლეს პირველი რთველი

2026-10-21 11:03:52+04:00

ტელეწამყვან ნინო თოლორდავასა და ბიზნესმენ გიორგი დავითაიას ოჯახში ბედნიერებასა და სიყვარულს საზღვრები არ აქვს. წყვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ სუროგაციის გზით ნატვრა აიხდინა და ვაჟიშვილის, თადა-ერეკლეს მშობლები გახდა, პატარას დაბადებიდან ყოველ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს.

დღეს თადა-ერეკლე უკვე ორი წლისაა. ნინო თოლორდავა სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს გამომწერებს ოჯახურ კადრებს.

"როდესაც ჩემს ორი წლის შვილს ვუყურებ, ვხვდები, რომ ზოგჯერ ერთი პატარა ადამიანიც კი საკმარისია, რომ მთელი შენი სამყარო სიყვარულით აავსოს. ჩემი თადა ერეკლე… ჩემი ორი წლის, ახდენილი ოცნება და მისი პირველი რთველი" - წერს ნინო თოლორდავა.

nino-tolordava

  • "ძალიან იღბლიანი ქალი ვარ და სამყაროს ყოველთვის მადლობას ვეუბნები" - ნინო თოლორდავას ინტერვიუ ოჯახსა და განვლილ გზაზე 

ნინო თოლორდავა - ოჯახი და კარიერა

ნინო თოლორდავა ქართველმა მაყურებელმა რამდენიმე წლის წინ ტელეწამყვანის ამპლუაში გაიცნო. ის საინფორმაციო და თუ დილის გადაცემების ეთერში ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე.

ნინო თოლორდავას პირველი მეუღლე  ზაზა ხაზალია იყო. ნინოს მეორე ქმარი კი ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი და­ვი­თა­ი­აა. მას ბიზ­ნე­სი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში აქვს.

"ამიკო რომ იყო 6-7 წლის, იქიდან მოყოლებული მინდა სულ შვილი. სულ იმედგაცრუება მქონდა, განსაკუთრებით, ბოლო 6-7 წელია, არ ვიცი, როგორი ყოველდღიური მოლოდინი მქონდა, იქნებ ახლა, იქნებ ამ თვეში... მაგრამ არ დგებოდა ეს დღე, საჭირო იყო სამედიცინო ჩარევა. მადლობა ღმერთს, რომ შესაძლებელი გახდა მიმემართა სუროგაციის მეთოდისთვის", - ამბობდა ნინო თოლორდავა. 

  • "ჩემი ახდენილი ოცნება ერთი წლისაა" - ნინო თოლორდავა ოჯახურ კადრებს აქვეყნებს 

nino-tolordava

"ეს თადა-ერეკლეა, ჩემი შვილი. ეს კი - ნოაა, ჩემი შვილიშვილი. ხშირად მეკითხებიან, როგორი გრძნობაა, როცა შენი შვილი და შვილიშვილი ერთი თაობის არიან. მე მათ ვპასუხობ - ეს საოცრებაა. ნოას დაბადების დღიდან ჩემი ცხოვრების ახალი ფურცელი დაიწყო. ახალი ენერგია, ახალი მოტივაცია. თადა-ერეკლემ კი მიმახვედრა, რომ ყველაფერი შეგიძლია თავიდან დაიწყო სწორედ მაშინ, როცა გგონია, რომ ყველაფერი უკვე იყო.

როცა პირველად დედა გავხდი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ბევრ რამეს ვერ ვაცნობიერებდი, ამიტომ ჩვენ ერთად ვსწავლობდით და ვვითარდებოდით.  დღეს, როცა ერთდროულად დედაც ვარ და ბებიაც, სამყაროს სულ სხვა ფერებში ვხედავ. ახლა დროს განსაკუთრებულად ვუფრთხილდები. ჩემი ყოველი დილა და ღიმილი საჩუქარია. მინდა, ყოველთვის ახსოვდეთ, როგორ ვიკრავდით ერთმანეთს გულში, როგორ ვთამაშობდით ბალახზე, როგორ გვეცინებოდა ყველას ერთად. 

მე არ დავაგვიანე, მე ზუსტად მაშინ დავიწყე, როცა ყველაზე მეტად ვიყავი მზად ახალი სიყვარულისთვის და, ჰო, ეს არის ჩემი ყველაზე ლამაზი ცხოვრება", - ამბობს ნინო თოლორდავა მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც შვილთან, პატარა თადა-ერეკლესა და შვილიშვილთან, ნოასთან ერთადაა.