ელზა ჰოსკის შთამბეჭდავი დაბრუნება Victoria’s Secret-ის შოუზე: როგორ მოემზადა მოდელი მშობიარობიდან რამდენიმე კვირაში - Marao

ელზა ჰოსკის შთამბეჭდავი დაბრუნება Victoria’s Secret-ის შოუზე: როგორ მოემზადა მოდელი მშობიარობიდან რამდენიმე კვირაში

2026-10-22 12:31:50+04:00

Victoria’s Secret-ის ლეგენდარული შოუს გარშემო ემოციები არ ცხრება, თუმცა ამჯერად ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ ბრწყინვალე ფორმები, არამედ მათ მიღმა არსებული თავდაუზოგავი შრომა და სწორი მიდგომა მოექცა. ცნობილმა მწვრთნელმა, ეშლი ექჰოფმა  სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ მოემზადა სუპერმოდელი ელზა ჰოსკი  პოდიუმზე გამოსასვლელად მშობიარობის შემდეგ.

როგორც ეშლი იხსენებს, ელზამ მას მშობიარობიდან დაახლოებით 4 კვირაში მიწერა. მოდელს Victoria’s Secret-ის შოუზე გამოსვლა შესთავაზეს, რაც დიდ სიხარულთან ერთად სერიოზულ გამოწვევასაც წარმოადგენდა - რეალური იყო თუ არა ასეთ მოკლე დროში ფორმაში ჩადგომა?

Elsa-Hosk

  • რატომ ღირს ეს ბიუსტჰალტერი 50 მილიონი და რატომ ერგო ის კაილი ჯენერს, რომელიც მოდელი საერთოდ არ არის? 

რას წერს ეშლი ექჰოფი?

- ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამის საიდუმლოდ შენახვა ძალიან მიჭირდა. ელზა ჰოსკიმ მშობიარობიდან დაახლოებით 4 კვირაში მოწერა. Victoria’s Secret-ის შოუზე გამოსვლა შესთავაზეს, ძალიან აღფრთოვანებული იყო, თუმცა აინტერესებდა, ეს საერთოდ რეალური თუ გახლდათ. ჩემი პასუხი იყო - დიახ! მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს უსაფრთხოდ გავაკეთებდით. სანამ დავიწყებდით, მან მენჯის ღრუს ფსკერის ფიზიოთერაპევტისგან მიიღო თანხმობა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ვაკონტროლებდით, როგორ გრძნობდა ის სხეულს.

Elsa-Hosk

დავიწყეთ სუნთქვითი ვარჯიშებით, მენჯის ღრუსა და ღრმა კორპუსის გააქტიურებით - 9-თვიანი ორსულობის შემდეგ სხეულის ხელახლა „ჩართვით“. არანაირი მძიმე წონები და არანაირი ხტომა! ამის შემდეგ გადავედით დაბალინტენსიურ კარდიოზე: ძუნძული, საფეხუროვანი სავარჯიშოები, დარტყმები, რეზინის ექსპანდერები და მსუბუქი წონები.

  • "ეს ჩემი ოცნებაა" - რას წერს მატილდა გვარლიანი Victoria's Secret-ის შოუს შემდეგ 

ელზას პირველივე დღიდან სურდა მაქსიმალური დატვირთვით ვარჯიში (რადგან ნამდვილი შეუპოვარია), ამიტომ მოგვიწია მისი ოდნავ შეკავება და იმის შეხსენება, რომ მისმა სხეულმა ახლახან წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია გაიარა. თუმცა, რადგან საძირკველი თავიდანვე სწორად ჩავყარეთ, შემდგომი პროგრესი ბევრად სწრაფი აღმოჩნდა. შოუს დღეს ის თავს მკვრივად გრძნობდა, ყოველგვარი ანთებითი პროცესის გარეშე. შედეგმაც არ დააყოვნა!

Victoria’s Secret-ის შოუს ნაწილად ქცევა, თუნდაც ასეთი მცირე წვლილით, ჩემთვის წარმოუდგენელი ემოცია იყო... ჩვენ ხომ ამ შოუს ყურებაში გავიზარდეთ! მადლობა ელზას ნდობისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის. და მადლობა AEF-ის მთელ საზოგადოებას - ყველაზე მხარდამჭერ ქალთა ჯგუფს, ვისაც კი ვიცნობ. უზომოდ ბედნიერი ვარ!