„პატარა, 14 წლის ვიყავი, როდესაც მაყურებელმა და ხალხმა გამიცნო...“ - სალომე ღვინიაშვილი საზოგადოებრივ აღქმასა და ჭორებზე - Marao

„პატარა, 14 წლის ვიყავი, როდესაც მაყურებელმა და ხალხმა გამიცნო...“ - სალომე ღვინიაშვილი საზოგადოებრივ აღქმასა და ჭორებზე

2026-10-22 12:30:37+04:00

მოდელმა და ტელეწამყვანმა სალომე ღვინიაშვილმა გადაცემა Beauty Talks-თან ინტერვიუში საკუთარი კარიერის დასაწყისზე, საზოგადოებრივ აღქმებსა და იმ მცდარ წარმოდგენებზე ისაუბრა, რაც წლების განმავლობაში მის ირგვლივ არსებობს.

სალომეს თქმით, საზოგადოებამ ის ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში გაიცნო, რამაც მას დიდი გამოცდილება და თავდაჯერებულობა შესძინა. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფართო საზოგადოება მას მხოლოდ გარეგნობითა და საჯარო იმიჯით იცნობს, ხოლო მისი შინაგანი სამყარო მხოლოდ ვიწრო წრემ იცის.

"პატარა, 14 წლის ვიყავი, როდესაც მაყურებელმა და ხალხმა გამიცნო. გამოვჩნდი ჩვენებებსა და რეკლამებში და იმ ასაკში ეს ძალიან საპასუხისმგებლო იყო, დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვფიქრობ. თავდაჯერებულობა ნამდვილად მომცა, მაგრამ გავლენა ჩემზე არ მოუხდენია. ძალიან ცოტა ადამიანი მიცნობს რეალურად, როგორი ვარ. ვფიქრობ, მაყურებელთა უმეტესობას საერთოდ არანაირი წარმოდგენა არ აქვს ჩემზე - არ იციან, როგორი ვარ, როგორი ხასიათი ან თვისებები მაქვს; ისინი ხედავენ მხოლოდ ფასადს, ჩემს ვიზუალს. მიმაჩნია, რომ ჩემი შინაგანი სამყარო, სურვილები, ფიქრები და ხასიათი მხოლოდ ჩემმა ახლობელმა ადამიანებმა იციან.

ხშირად ჩემზე ისეთი რამ მსმენია, რომ გაკვირვებული ვყოფილვარ. უთქვამთ, რომ უხასიათო და უჟმური ვარ, ამ დროს კი საერთოდ არ ვარ ასეთი. ჭორებს რომ ვისმენ, არ მსიამოვნებს, მაგრამ, რეალურად, ეს ჩვეულებრივი ამბავია. სულ ვბრაზდები, როდესაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, იმ პიროვნებაზე, რომელსაც საერთოდ არ იცნობენ, საკუთარი უარყოფითი აზრი დაწერონ, რაც ძალიან ცუდია," - ამბობს სალომე. 

salome-gviniashvili

  • სალომე ღვინიაშვილის უფროსი ქალიშვილი დაინიშნა: ვინ არის ტასო ხიზანიშვილის რჩეული 

სალომე ღვინიაშვილი

სალომე ღვინიაშვილი 1984 წლის 18 მაისს, თბილისში დაიბადა. მომავალი მოდელი ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა და ცეკვის სტუდიაშიც დადიოდა, თუმცა მოგვიანებით წარმატებას სამოდელო ბიზნესში მიაღწია...

სალომეს დედა, ნინო გამყრელიძე, უცხო ენების სპეციალისტია. მამა - დათო ღვინიაშვილი, პროფესიით მხატვარი.

სამოდელო კარიერა 17 წლის ასაკში დაიწყო და ამ პერიოდში გაიცნო პირველი მეუღლე, ტატო აბულაძე, რომელთან ერთადაც მოდელმა 3 წელი იცხოვრა. მას და ტატოს საერთო ბიჭი, დათუნა აბულაძე ეყოლათ.

"მე და სალომე აბსოლუტურად არ ვგავართ ერთმანეთს. სალომე უფრო ყოჩაღია, ვიდრე მე. ოპტიმისტია, მიზანდასახული, ზუსტად იცის რა უნდა. ჩემგან თავშეკავების უნარი მიიღო მემკვიდრეობით. როცა საჭიროა თავშეკავებულია. არ არის კონფლიქტური. საოცრად ყურადღებიანი და კარგი შვილია, მართლა. ზედმეტი ფერება არ იცის, არც სალომემ და არც მე. ისე ვგრძნობ მის სიყვარულს... ჩემზე უფრო მკაცრი დედაა, მე უფრო რბილი ვიყავი შვილებთან. განსაკუთრებით უფროსთანაა მკაცრი - ვაჟთან..." - ამბობდა სალომეს დედა, ნინო გამყრელიძე ერთ-ერთ ინტერვიუში. 

დათუნა აბულაძე უკვე სრულწლოვანია და იშვიათად ჩნდება კამერების წინ. როგორც მოდელი ამბობს, ის და დათუნა ერთმანეთს კარგად უგებენ.

  • როგორი იყო სალომე ღვინიაშვილის გრანდიოზული დაბადების დღე: ულამაზესი კაბა, განსაკუთრებული ტორტი და ცნობილი სტუმრები 

სალომეს მეორე ქმარი ცნობილი ფეხბურთელი, ზურა ხიზანიშვილია. მოდელი 21 წლის იყო, როდესაც ზურა გაიცნო. წყვილს ორი შვილი, ნიტა და ტასუნა ჰყავს..

"ზურა მარ­თლა შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­მაა და ალ­ბათ, ბევ­რად უკე­თე­სი მშო­ბე­ლი, ვიდ­რე მე. გა­მო­რი­ცხუ­ლია, რა­ი­მე მი­ზე­ზით ყუ­რა­დღე­ბა მო­აკ­ლოს შვი­ლებს ან რა­ი­მე გა­მორ­ჩეს მათი ცხოვ­რე­ბი­დან. ბავ­შვებ­საც მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ მა­მას­თან.“ - ამ­ბობ­და ჟურ­ნალ Ok-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი. 

ხიზანიშვილმა თავისი კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. მან საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე კლუბი გამოიცვალა და თავისი თამაშით წამყვანი ევროპული კლუბები დააინტერესა, თუმცა საბოლოოდ შედარებით მოკრძალებულ შოტლანდიურ კლუბ „დანდიში“ გადავიდა. იყო ინგლისური კლუბ „ბლექბერნ როვერსის“, „ნიუკასლ იუნაიტედსა“ და „რედინგის“ წევრი. თურქულ „ქაისერისფორში“ თამაშის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და კარიერა ჯერ თბილისის „დინამოში“ და შემდეგ „სამტრედიაში“ განაგრძო, საიდანაც ბაქოს „ინტერში“ გადაბარგდა, სადაც 2017 წელს დაასრულა აქტიური სპორტული კარიერა.