„ძალიან უნდოდათ, რომ ცოლ-ქმარი ვყოფილიყავით“ - ნანი ბრეგვაძე ბუბა კიკაბიძესთან ურთიერთობას იხსენებს - Marao

„ძალიან უნდოდათ, რომ ცოლ-ქმარი ვყოფილიყავით“ - ნანი ბრეგვაძე ბუბა კიკაბიძესთან ურთიერთობას იხსენებს

2026-10-23 13:58:55+04:00

მომღერალი ნანი ბრეგვაძე ნიკოლოზ ხაჩიძის გადაცემის, „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“, სტუმარი იყო, სადაც ანსამბლ „ორერას“ პერიოდი გაიხსენა.

როგორც ლეგენდარულმა მომღერალმა აღნიშნა, ხალხს განსაკუთრებით სურდა მათი წყვილად ხილვა, რადგან ანსამბლში ერთადერთი ქალი მომღერალი იყო და ორივეს დიდი წარმატება ჰქონდა.

"მარტო ვიყავი მანამ, ბუბას მეუღლე, ირა ქებაძე, არ ავიყვანეთ, როგორც მოცეკვავე, ის იყო ბალერინა, ცეკვავდა მშვენივრად.

ბუბას ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა და მეც მქონდა. ანსამბლში ერთადერთი ქალი მომღერალი ვიყავი, ძალიან უნდოდათ, რომ ერთად ვყოფილიყავით - სხვათა შორის, ცოლ-ქმრად მოგვიაზრებდნენ. ერთხელ უარვყავი და მითხრეს: „ძალიან სამწუხაროა, რომ ერთად არ ხართო“.

მოგვიანებით, რეზიკო გიგინეიშვილმა გადაიღო ფილმი, სადაც მე და ბუბა 50 წლის ცოლ-ქმარი ვიყავით. მაშინ ვუთხარი  „ბუბა, ძლივს არ გამოგყევი ცოლად, საბოლოოდ, გავხდი შენი ცოლი“. ბუბას საოცარი იუმორი ჰქონდა. საერთოდ, არაჩვეულებრივები იყვნენ და ერთად ძალიან ბევრს ვიცინოდით," - ამბობს ნანი ბრეგვაძე.

nani-bregvadze-da-buba-kikabidze

  • ეპოქის სიმბოლოები ერთ კადრში: ნანი ბრეგვაძე და ნინო რამიშვილი — ქართული კულტურის უკვდავი ლეგენდები 

ნანი ბრეგვაძე

ნანი ბრეგვაძე მხოლოდ მომღერალი არ არის - ის მთელი ეპოქა, ქართული კულტურის, სცენის კულტურისა და ქალურობის მარადიული სიმბოლოა. მისი უნიკალური ტემბრი, შესრულების განუმეორებელი მანერა და არისტოკრატული არტისტიზმი ათწლეულებია ატყვევებს მსმენელს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

ლეგენდარული ანსამბლ „ორერას“ პერიოდიდან მოყოლებული, მისი სოლო კარიერით გაგრძელებული, ნანი ბრეგვაძემ შეძლო შეექმნა სრულიად განსხვავებული, სულიერებითა და სიღრმით სავსე მუსიკალური სამყარო. მისი რეპერტუარი - ქართული ქართული რომანსი, ქალაქური სიმღერები თუ მსოფლიო კლასიკის ნიმუშები - თაობებს გადაეცემა და დროსთან ერთად კიდევ უფრო მეტ ღირებულებას იძენს.

  • „სახლი ჩემთვის ყველაფერია, მთელი ცხოვრებაა... იმდენად ძნელია, როცა შენი მეგობრები მიდიან, ვერ აგიწერ“ - ქართული სცენის დედოფლის, ნანი ბრეგვაძის ცხოვრებისეული აღსარება 

საინტერესოა, რომ მუსიკალური გენი და სცენისადმი უზადო სიყვარული ოჯახურ ტრადიციად იქცა. ეკა მამალაძისა და ნატალია ქუთათელაძის სახით, ბრეგვაძეების ოჯახი აგრძელებს ქართული სცენის დამშვენებას, სადაც თაობათა ცვლა ჰარმონიულად, მაღალი პროფესიონალიზმითა და ერთგულებით მიმდინარეობს.

90 წლის იუბილეს შემდეგაც, ნანი ბრეგვაძე ინარჩუნებს იმ საოცარ ენერგიას, სიცოცხლის სიყვარულსა და ელეგანტურობას, რაც მას მილიონობით ადამიანის საყვარელ არტისტად ხდის. ახალი ფოტო კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნამდვილი სილამაზე, სტილი და ნიჭი დროს არ ემორჩილება.