"ჩემი შვილის მამაა, მერე რა, რომ მე ყველანაირად “მამწარებს” - ალექსნდრა პაიჭაძე ყოფილი პარტიორის შესახებ - Marao

"ჩემი შვილის მამაა, მერე რა, რომ მე ყველანაირად “მამწარებს” - ალექსნდრა პაიჭაძე ყოფილი პარტიორის შესახებ

2026-10-26 13:59:10+04:00

ქართველი მოდელი და ტელესახე, ალექსანდრა პაიჭაძე, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი კარიერა, პირადი ცხოვრება თუ სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებები მუდმივად ხდება განხილვის საგანი. ამჯერად, მოდელი გამომწერების კითხვებს პასუხობს, კითხვების უმეტესობა კი მის პირად ცხოვრებას ეხება. 

  • "ჩემმა პატარა ტვინმა შეადარა დიასახლისებს, „გათხოვილებს“ და გადაწყვიტა, რომ უნდა იყოს „გაშორებული“, ლამაზი ქალი" - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე 

როგორც ცნობილია, ალექსანდრა პაიჭაძეს ურთიერთობა ჰქონდა ბიზნესმენ დავით კოდუასთან, მათ ერთი შვილი, ვიქტორია შეეძინათ, თუმცა წყვილი ოფიციალურად არ დაქორწინებულა. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, მათი პირადი ცხოვრების დეტალები კი მედიის განხილვის საგანი არაერთხელ გახდა. ალექსანდრა გულწრფელად საუბრობს წარსული ურთიერთობის ტრავმებსა და გაკვეთილებზე. 

ale

ალექსანდრა პაიჭაძე პირადი ცხოვრებისა და დავით კოდუას შესახებ

გამომწერის კითხვაზე, როგორ შეძლო ყოფილი ურთიერთობის დასრულება, ალექსანდრა წერს, რომ ყოფილ პარტნიორს მეუღლესთან დაბრუნება ურჩია: 

„მეც მსგავსი სიტუაცია მქონდა თითქმის 3 წლის მანძილზე. ბოლოს აკნე, ფსიქოზი და ყველაფერი დამემართა, მერე ვთხოვე, შეურიგდი მეუღლეს, უყვარხარ, შენ მეტი არავინ ჰყავს-მეთქი და ასე მოვიშორე. 

  • „გაცნობიდან 3 წელში ყველაფერი წყალში ჩაყარა. დარჩენილი 3 წელი ხვეწნაში…“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე

ყველაფერი რომ ვთქვა, ატომური აფეთქება მოხდება! შევინახე და ოდესმე გამოვფენ. ცოდოა უბრალოდ, არ არის კარგად, მკურნალობს და ვიზიარებ მის ცხოვრებისეულ დანაკარგს. ბოლოს და ბოლოს, ჩემი შვილის მამაა, მერე რა, რომ მე ყველანაირად “მამწარებს”, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.