ბედისწერად ქცეული სილამაზე და უკანასკნელი ინტერვიუ: ლიკა ქავჟარაძე 67 წლის გახდებოდა - Marao

ბედისწერად ქცეული სილამაზე და უკანასკნელი ინტერვიუ: ლიკა ქავჟარაძე 67 წლის გახდებოდა

2026-10-27 12:06:45+04:00

ლიკა ქავჟარაძე 26 ოქტომბერს 67 წლის გახდებოდა... ბევრისთვის ის სამუდამოდ 15 წლის მარიტად დარჩა და თითქოს მისი ცხოვრებაც ამ ერთმა, დაუვიწყარმა როლმა განსაზღვრა. ამბობდნენ, რომ მარიტა თავადაც ძალიან უყვარდა, გადაღებების შემდეგ სახლში მისი კაბით დადიოდაო. მისი კარიერა სულ 34 როლს ითვლის, მაგრამ ვინ იყო ლიკა მაშინ, როცა კამერები ითიშებოდა? რით სუნთქავდა ქალი, რომელსაც თაობები ღვთაებრივ სილამაზეს მიაწერდნენ, თუმცა თავად ყოველთვის უბრალოებასა და სიმშვიდეს ეძებდა?

kavzharadze

26 ოქტომბერი კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ მისი ცხოვრების ლამაზი მომენტები გადავახვიოთ და გავიხსენოთ არა მხოლოდ კინოლეგენდა, არამედ ადამიანი, რომელმაც ქართულ კულტურას წარუშლელი კვალი დაუტოვა.

ლიკა ქავჟარაძე, როგორც ბედისწერად ქცეული სილამაზე

ლიკა ქავჟარაძემ 12 წლიდან დაიწყო კინოკარიერა - 1972 წელს მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. ამავე ასაკში მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს. შემდეგ იყო „როცა აყვავდა ნუში“, „მშვენიერი კოსტიუმი“ და სხვა ფილმები.

  • ზურა ყიფშიძის მოგონება ლიკა ქავჟარაძეზე: "ახლა, როცა აღარ არის, ვფიქრობ, რატომ ვკიდებდი ასე უცბად ყურმილს და რატომ არ ვუსმენდი?"

კინოში განსახიერებულ ოცდაათამდე როლის მიუხედავად, განსაკუთრებული აღიარება მას თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა. თავად ამბობდა: „მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, „ნატვრის ხე“ მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება“.

kavzharadze

მიუხედავად აქტიური გადაღებებისა, მსახიობმა ბედი პოდიუმზეც სცადა. როგორც მოდების სალონ „ირიდას“ დამფუძნებელი იხსენებდა, „ლიკას სილამაზე დანარჩენ მოდელებს იმდენად აკომპლექსებდა, რომ მის გვერდით გამოსვლა უჭირდათ“.

უკანასკნელ წლებში გამოჩნდა შოთა კალანდაძის ეროტიკულ ფილმში „მედუზა გორგონა“. თავად მას აღწერდა, „როგორც ესთეტიკურად გადაღებულ სასიყვარულო სცენებს“.

  • საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალის მშობლები: ვინ იყვნენ ლიკა ქავჟარაძის დედა და მამა

დათო ტურაშვილი ასე იხსენებდა ლიკა ქავჟარაძესთან პირველ შეხვედრას:

"მა­შინ უკვე ისიც ვი­ცო­დით, რომ ახალ­გა­თხო­ვი­ლი ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე სა­დღაც ჩვენ უბან­ში გად­მო­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მაგ­რამ რაც იმ დი­ლით ვნა­ხე, ეს იმა­ზე მეტი იყო, ვიდ­რე ამის წარ­მოდ­გე­ნა შე­მეძ­ლო. მე რომ იმ დი­ლით ვნა­ხე, იმა­ზე ლა­მა­ზი ადა­მი­ა­ნი, არც მა­ნამ­დე და არც მერე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა­სო­დეს მი­ნა­ხავს და ოცი წლის ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე მარ­თლა სა­ოც­რე­ბა იყო..."

qavjaradze

თავად კი საკუთარ გარეგნობას სხვაგვარად აფასებდა: 

"მართალი გითხრათ, ამდენი ხოტბა ნერვებს მიშლიდა. რამდენმა მითხრა, შენს სილამაზეს გამოვიყენებდი და ქვეყანას შევძრავდიო. ასეთი რამ არ მესმის."

  • ლიკა ქავჟარაძის შვილიშვილი სკოლას ამთავრებს: გაიცანით საშკა თაქთაქიშვილი - ცხოვრებაში აშშ-ში, საოცარი მსგავსება ლეგენდარულ ბებიასთან და ახალი ეტაპი

2017 წელს ლიკა ქავჟარაძესთან ინტერვიუ "კვირის პალიტრამ" გამოაქვეყნა - სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი ინტერვიუ აღმოჩნდა - სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ლიკა მარტო ცხოვრობდა, გარდაიცვალა 2017 წლის 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში.

lika

"ზოგი მომაბეზრებლად გაკვირდება - რა გაცვია, როგორ გამოიყურები... ადამიანი ვარ, ხან ცუდად გამოვიყურები, ხან - კარგად. სულ ჟურნალის ყდიდან გადმომხტარივით ხომ არ იქნები!.. პურის საყიდლად მაკიაჟის გარეშე რომ ჩახვიდე, რა მოხდა! არ შემიძლია სულ დავარცხნილი თმითა და მაკიაჟით სიარული. არც მიხდება გადაპრანჭულობა..." - ამბობდა მაშინ საქართველო ყველაზე ლამაზი ქალი, ლიკა ქავჟარაძე.