წითელი ხალიჩის მთავარი წყვილი: ლამინ იამალისა და ინეს გარსიას ტრიუმფი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე - Marao

წითელი ხალიჩის მთავარი წყვილი: ლამინ იამალისა და ინეს გარსიას ტრიუმფი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე

2026-10-28 11:01:49+04:00

26 ოქტომბერს ლონდონში გამართულ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე ფეხბურთის ვარსკვლავი ლამინ იამალი შეყვარებულთან, ინეს გარსიასთან ერთად გამოჩნდა. წყვილმა წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფების ყურადღება მიიპყრო, მათი ჩაცმულობა კი საღამოს ერთ-ერთ განხილვად თემად იქცა.

2026 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება ლონდონის ცნობილ London Palladium-ში გაიმართა. ღონისძიებას მსოფლიოს წამყვანი ფეხბურთელები და სპორტის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ბარსელონას“ ახალგაზრდა ვარსკვლავი ცერემონიაზე არა მხოლოდ სპორტული მიღწევების, არამედ გამორჩეული სტილის გამოც აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში.

lamin-iamali

  • „გოლს ვუძღვნი ჩემს შეყვარებულს!“ - ვინ არის ინეს გარსია, გოგონა, რომელმაც ლამინ იამალის გული დაიპყრო 

ინეს გარსიასა და ლამინ იამალის გამორჩეული სტილი

ინეს გარსიამ საღამოსთვის შავი, გრძელმკლავიანი, სირენის სილუეტის კაბა შეარჩია. კაბა გამოკვეთილი მხრებით გამოირჩეოდა და მინიმალისტურ, თუმცა ეფექტურ იერს ქმნიდა. ეს სტილი მოდის მოყვარულებს ვიქტორია ბექჰემის ესთეტიკასაც ახსენებდა - კაბა სპეციალურად ინეს გარსიასთვის GIUSEPPE DI MORABITO-მ შექმნა. ელეგანტურ კაბასთან ერთად, ახალგაზრდა ვარსკვლავმა CHRISTIAN LOUBOUTIN MISS Z 110 მოდელი მოირგო. 

თავის მხრივ, ლამინ იამალმა შავი, თანამედროვე სტილის კოსტიუმი მოირგო, მის ჩაცმულობაში ყველაზე თვალშისაცემი დეტალი კი დიდი, ვარდისფერი ყვავილის ფორმის სამკაული იყო. ლაიმ იამალის ჩაცმულობა მთლიანად CHANEL-ს ეკუთვნის, ორიგინალურ ვარდისფერ აქსესუარს კი სპორტსმენმა RICHARD MILLE-ის ასევე ვარდისფერი საათი შეუხამა. 

წყვილმა შავი ფერის შეხამებული სამოსით ერთიანი ვიზუალური ეფექტი შექმნა. მათი გამოჩენა კიდევ ერთხელ გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორ იქცა თანამედროვე ფეხბურთი არა მხოლოდ სპორტის, არამედ მოდისა და პოპკულტურის მნიშვნელოვან ნაწილად.

lamin-iamali

ვინ არის ინეს გარსია?

ინეს გარსია სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის კონტენტ-კრეატორის სახელით არის ცნობილი. ბოლო პერიოდში მისი პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლამინ იამალთან ურთიერთობამ მედიის ყურადღება მიიპყრო.

ესპანური გამოცემა La Vanguardia-ს ინფორმაციით, ინესის სოციალური ქსელების აუდიტორია მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა - მისი გამომწერების რაოდენობა დაახლოებით 90 ათასიდან ოთხ მილიონამდე ავიდა.

„ოქროს ბურთის“ ცერემონიაზე გამოჩენა მისთვის მნიშვნელოვანი საჯარო მომენტიც იყო. ინესი ლამინ იამალს თან ახლდა და წითელ ხალიჩაზე მასთან ერთად პოზირებდა, რითაც საკუთარი სტილის მიმართ ინტერესიც გააღვივა.

lamin-iamali

  • ოცნება, რომელსაც 20 წელი ელოდნენ: ჰარი კეინისა და ქეითი გუდლენდის დაუჯერებელი გზა 

ლამინ იამალი - ფეხბურთის ვარსკვლავი, რომელიც მოდის სამყაროშიც იქცევს ყურადღებას

ლამინ იამალი „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელია. მისი სათამაშო შესაძლებლობები და მოედანზე მიღწევები მას საერთაშორისო ფეხბურთის ყურადღების ცენტრში აქცევს, თუმცა იამალი საკუთარი ინდივიდუალური სტილითაც ხშირად ხდება განხილვის საგანი.

2026 წლის „ოქროს ბურთის“ ცერემონიაზე მან წლის ახალგაზრდა ტალანტის ჯილდო მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცთა მთავარი პრიზი ჰარი კეინს გადაეცა, იამალისთვის საღამო მაინც წარმატებული აღმოჩნდა.

ფეხბურთელის თამამმა აქსესუარმა და ინეს გარსიასთან ერთად გამოჩენამ კი კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ იამალის გავლენა მხოლოდ ფეხბურთით არ შემოიფარგლება. მისი ყოველი მნიშვნელოვანი საჯარო გამოჩენა სპორტის, მოდისა და გასართობი მედიის ინტერესის საგნად იქცევა.