"რომ არა ის, მე ძალიან ბევრ რამეს ვერ შევძლებდი და ვერ მივაღწევდი" - ეკა ხოფერიას მთავარი საყრდენი, ოჯახური კადრები და წერილი დედას - Marao

"რომ არა ის, მე ძალიან ბევრ რამეს ვერ შევძლებდი და ვერ მივაღწევდი" - ეკა ხოფერიას მთავარი საყრდენი, ოჯახური კადრები და წერილი დედას

2026-10-27 16:22:13+04:00

ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ეკა ხოფერია დედის, ნანა ძიძიგურის დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება. იუბილარს 74 წელი შეუსრულდა.

ეკა ხოფერიამ დედის მიმართ სიყვარული, პატივისცემა და მადლიერება საჯაროდ გამოხატა და აღნიშნა, რომ დედა მისთვის ყოველთვის მთავარი საყრდენი და სამაგალითო ადამიანია.

"ჩემს სიყვარულს, სამაგალითო დიდ გოგოს, რომელსაც სულ ვგავარ და მაინც ბოლომდე ვერ ვემსგავსები, რომელიც, მგონი, რომ დაიბადა უკვე იყო ამ თავისი შინაგანი ღერძით, პრინციპულობით და სიკეთით და კიდევ შარმით და კიდევ გემოვნებით და კიდევ სტილით. რომ არა ის, მე ძალიან ბევრ რამეს ვერ შევძლებდი და ვერ მივაღწევდი. 

მადლობა არაფერია იმ დიდ გრძნობასთან და ბედნიერებასთან მიმართებაში, ყოველ დილით რომ გააზრებულად მოდის, როცა ვიცი ქუჩის გადაღმა ჩემი დედაა და, თუ რამე, სულ გვერდში დაგვიდგება. ათასი წელი აი, ასე მინდა იყოს.

ჩვენს ნანა ძიძიგურს გაუმარჯოს, ერთადერთს და განუმეორებელს. ნანა - 74," - წერს ეკა ხოფერია.

eka-khoperia

eka-khoperia

eka-khoperia

  • „ანანო უკვე დიდი გოგოა და ბარსელონაში ცხოვრობს, ნიკოლა 17-ის ხდება, იკა – 15-ის...“ – ეკა ხოფერია შვილებზე, დანაშაულის გრძნობასა და ახალ პრიორიტეტებზე საუბრობს 

ეკა ხოფერიას ოჯახი

ეკა ხოფერია ორჯერ დაქორწინდა. პირველ მეუღლესთან, გიორგი ლევიძესთან, მას ერთი შვილი, ანანო ლევიძე ჰყავს, ხოლო მიხეილ ხუჯაძესთან ქორწინებაში ეკა ხოფერიას ორი ვაჟი შეეძინა. 

"ნინო შუბლაძის ("რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე) ქორწილში ეკა საცეკვაოდ გავიწვიე და ჩემზე უფიქრია, ვინ იყო ეს მოცეკვავე და მომღერალი თავხედი ბიჭიო. მოკლედ, ჩემზე საშინელი წარმოდგენა შეექმნა. ზრდილობიანი კაცი ვარ, ვიფიქრე, შეიძლება ზედმეტი მომივიდა-მეთქი, ეს-ემ-ესი გავუგზავნე და ბოდიში მოვუხადე. ეს იყო და ეს. შეხვედრა შევთავაზე და შევხვდით", - იხსენებდა მიხეილ ხუჯაძე ეკასთან პირველ შეხვედრას. 

"ყოველთვის მოწიწებით ვუყურებდი ექიმებს და რაც მიშკასთან ვარ, ეს გრძნობა გაათმაგებული მაქვს. არასდროს ვლაპარაკობ მის პროფესიაზე. მისი საქმე იმდენად რთულია, რომ მირჩევნია, მსუბუქ თემებზე ვესაუბრო. სანამ ოჯახს შევქმნიდით, ვერ ვხვდებოდი მისი პროფესიის სირთულეს. ახლა უკვე ვიცი, რომ დილის 7 საათზე უნდა ადგეს, რადგან 8-ზე ოპერაცია აქვს და დღის განმავლობაში შეიძლება 10 ოპერაცია გააკეთოს. ჩემს პროფესიას მიშას საქმიანობას ვერ შეადარებ, თუმცა სამუშაო საათები რომ მთავრდება, მიშა თავის ემოციებს სამსახურში ტოვებს, ჟურნალისტები კი ფიქრით 24 საათი სულ ჩვენს პროფესიაში ვართ" - ამბობდა ეკა ხოფერია. 

eka-khoperia

  • "ექოსკოპიის პროცედურა, რომელიც მანამდე 20 წუთს გრძელდებოდა, ამჯერად არ დამთავრდა... გადის საათი" - ეკა ხოფერია ჯანმრთელობისა და ერთი შემთხვევის შესახებ 

დღეს ეკა მეუღლესა და ვაჟებთან, ნიკოლოზსა და ირაკლისთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. ეკა შვილების ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული და მათ განათლებას დიდ როლს ანიჭებს. "ჩვენი ნიკოლკას და ქართველი მოსწავლეების წარმატება გაეროს საერთაშორისო ფორუმზე~ - საქართველოდან წარმოდგენილი სკოლებიდან 6 გამარჯვებულს შორის ჩვენი ნიკოლა ხუჯაძეცაა", - წერდა ის ცოტა ხნის წინ. 

ეკას უფროსი ქალიშვილი კი საზღვარგარეთ ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს. ანანო ხშირად სტუმრობს საქართველოს და ოჯახთან ერთადაც დიდ დროს ატარებს.