"მე მჯერა, რომ ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი - შენი ადამიანი უნდა იპოვო" - ნინო გაჩეჩილაძე პირად ცხოვრებასა და ოჯახის შექმნაზე - Marao

"მე მჯერა, რომ ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი - შენი ადამიანი უნდა იპოვო" - ნინო გაჩეჩილაძე პირად ცხოვრებასა და ოჯახის შექმნაზე

2026-10-28 11:08:33+04:00

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე ვიკა ბუკიას საავტორო გადაცემის, „ვიკასთან“, სტუმარი იყო. გადაცემაში მსახიობმა ღიად ისაუბრა პირად ცხოვრებაზე, საზოგადოების მხრიდან არსებულ მოლოდინებსა და ოჯახის შექმნის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე.

ნინო გაჩეჩილაძის ინტერვიუ

"ისე დაიღალა ხალხი იმის კითხვით, თუ რატომ არ ვთხოვდები, რომ აღარც მეკითხებიან. იციან, რომ მე როგორც მინდა, მაინც ისე ვიქნები. უტაქტო კითხვაა, მაგრამ მათი მხრიდანაც გასაგებია: კეთილისმსურველები არიან, შენი ბედნიერება და კარგად ყოფნა უნდათ - მათი მხრიდან ეს მესმის. იქნებ მე ასეც ბედნიერი ვარ, მაგრამ ამას ვერ ხვდებიან, იმიტომ, რომ იმას არ გეკითხებიან, შენ რა გინდა, მხოლოდ თავიანთი გადმოსახედიდან გესაუბრებიან.

მე მგონია, რომ თუ ოჯახს ქმნი, ის უნდა იყოს მყარი და აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა იყო შენს არჩევანში. ვინც ოჯახს ადრეულ ასაკში ქმნის, ის დარწმუნებული არ არის. პასუხისმგებლობის გაცნობიერება არის მთავარი. ჩემს დას რომ ვუყურებ, ჰყავს ორი ანგელოზივით ბავშვი - ამას რამხელა შრომა, ყურადღება და ენერგია სჭირდება. იმდენი დრო და ენერგია მიაქვს, რომ სანამ ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს, მანამ ოჯახი არ უნდა შექმნას. ჩათვალე, რომ შენი თავი ამისთვის უნდა გადადო.

მე მჯერა, რომ ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი და შენი ადამიანი უნდა იპოვო. როცა შეხვდები, მაშინ მიხვდები, რომ ის არის. ეს მომენტი კი ცხოვრებაში ჯერ არ მქონია. როდესაც დავინახავ და მივხვდები, რომ ის ჩემი ადამიანია, მერე ალბათ სხვა სურვილები გამიჩნდება," - ამბობს ნინო.

nino-gachechiladze

  • "ჩემი ცოლის დაქალები" ახალ ფორმატში ბრუნდება - რას ჰყვებიან მსახიობები? 

ნინო გაჩეჩილაძე

ნინო გაჩეჩილაძე ცნობილია თავისი მრავალფეროვანი როლებით ქართულ კინოსა და ტელესერიალებში. მისი კარიერა მოიცავს როგორც დრამატულ, ასევე კომედიურ ჟანრებს, რამაც მას განსაკუთრებულ პოპულარობას მოუტანა მაყურებელთა შორის.

გარდა კინოროლებისა, ნინო გაჩეჩილაძე აქტიურად მონაწილეობს თეატრალურ წარმოდგენებში, სადაც მისი შესრულება ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს. მისი პროფესიონალიზმი და მრავალმხრივი ნიჭი მას ერთ-ერთ გამორჩეულ მსახიობად აქცევს ქართულ კულტურულ სივრცეში.

წლების მანძილზე ნინომ თეატრის სცენასა თუ კინოში არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. გარდა „ჩემი ცოლის დაქალებისა", მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა: „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", „წვრილვარსკვლავთა ღამე“, „ტაქსი“ და სხვ. თეატრში კი მისი გამორჩეული როლები შემდეგ სპექტაკლებს უკავშირდება: სემუელ ბეკეტის „ბედნიერი დღეები“, დოსტოევსკის „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“, ლაშა თაბუკაშვილის „თოვლივით თეთრი თოვლი“, ვაჟა-ფშაველა „გველისმჭამელი“, ბერტოლტ ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“, ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონი“, ლევ ტოლსტოის „ჰაჯი-მურატ“, ლევან წულაძის და სანდრო ელოშვილის „მთვრალი ალუბალი“, ვაცლავ ჰაველის „წასვლა“ და სხვ.

  • "აუცილებლად გამოვუძებნიდი ისეთ მამაკაცს, რომელიც კატოს ძალიან შეუყვარდებოდა და გაუჭირდებოდა მასზე უარის თქმა" - რას ამბობს ნინო გაჩეჩილაძე კატოს პერსონაჟზე 

nino-gachechiladze

  • ჰგავს თუ არა ნინო გაჩეჩილაძე კატო კირვალიძეს: "როცა 10 წელი ერთსა და იმავე როლს თამაშობ, ყველას ჰგონია, რომ რეალურ ცხოვრებაშიც ზუსტად ისეთივე ხარ" 

მაგრამ მისი ფილმოგრაფიიდან ყველზე ცნობილი მაინც კატო კირვალიძის როლია... სამი სეზონის შემდეგ ნინო გაჩეჩილაძემ სერიალი დატოვა, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მაშინ მსახიობი ამბობდა, რომ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი უსამართლობა გახდა: გაჩეჩილაძე თავისი კუთვნილი ჰონორარის აუნაზღაურებლობაზე საუბრობდა, თუმცა სხვა ვერსია აქვთ სერიალის პროდიუსერებს - აზრთა შეუთავსებლობის გამო თანამშრომლობა ვერ მოხერხდა. თუმცა 2015 წელს ნინო გაჩეჩილაძე ჩემი ცოლის დაქალებს კვლავ დაუბრუნდა.

მსახიობი ამბობს, რომ ცხოვრებაში სიყვარული მხოლოდ ერთხელ ეწვია: „რაც უფრო მეტი დავთმე, თუნდაც პირად ცხოვრებაში, მით მეტი შეცდომა დავუშვი. ადამიანმა, ამ შემთხვევაში ქალმა, როცა იცის, რომ მართალია, პირველ რიგში საკუთარ თავთან და მერე სხვა ადამიანთან, არ უნდა წავიდეს დათმობაზე, თუნდაც იმიტომ, რომ ვიღაცა სხვას ასიამოვნოს ამით. თითქოს მე ყველაფერს სწორად ვაკეთებ, მაგრამ გარშემო ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გინდა“, - ამბობდა ნინო გაჩეჩილაძე.