ულამაზესი დები - ია და მარინა ფარულავები: ია ფარულავა დასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - Marao

ულამაზესი დები - ია და მარინა ფარულავები: ია ფარულავა დასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

2026-10-28 11:38:09+04:00

ცნობილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ამჯერად მან გამომწერებს ოჯახური კადრები გაუზიარა, სადაც დასთან, მარინა ფარულავასთან ერთადაა გადაღებული.

ვინ არის ია ფარულავას და?

ია ფარულავას საზოგადოება უკვე არაერთი წელია, კარგად იცნობს. მისი ხმაურიანი პირადი ცხოვრება თუ კარიერა ადრეულ ასაკშივე გახდა განხილვის საგანი და აქტუალობას დღემდე არ კარგავს - ის სასურველი და რეიტინგული სტუმარია ყველა შოუსთვის. 

ია ფარულავა დაიბადა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, სკულპტორისა და მხატვრის, ოთარ ფარულავას ოჯახში. მისი სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც რეჟისორ ნანა ხატისკაცის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ (1981) ობოლი გოგონას, თიკოს როლი შეასრულა. 

  • "...საქართველოში გამოჩნდა ბევრი მილიონერი, ვიცით, რომ საქართველოში ძალიან დიდი ფული ტრიალებს" - ია ფარულავას მიმართვა 

ია ფარულავას მამა ცნობილი ქართველი მხატვარი და მოქანდაკე ოთარ ფარულავაა. მისი პირველი მეუღლე ოპერის მომღერალი მედეა ამირანაშვილი გახლდათ, რის გამოც ია ბავშვობაში ხშირად სტუმრობდა ოპერის თეატრს და კულისებიდან ადევნებდა თვალს წარმოდგენებს. ოთარსა და მედეას ქალიშვილი, მარინა ფარულავა შეეძინათ. მარინა დედის გზას აგრძელებს - მან კონსერვატორია დაამთავრა და სხვადასხვა დროს თბილისისა და ქუთაისი ოპერისა და ბალეტის თეატრების მომღერალი იყო. 

მარინა, ცნობილი დისგან განსხვავებით, ტელეეკრანებზე იშვიათად ჩნდება, არ გამოირჩევა არც სოციალურ ქსელში აქტიურობით. რამდენიმე წლის წინ მასთან ერთად გადაღებული ფოტო ია ფარულავამ გამოაქვეყნა: "დები ....ჩემი ასაკი კი იცით, აბა, მარინასი გამოიცანით", - წერდა მაშინ მსახიობი.

ia-parulav

  • "ჩემს ცხოვრებაში მე ძალიან მიყვარდა 2 ადამიანი, შეიძლება მესამეც, მაგრამ არ დავასახელებ" - ია ფარულავა სიყვარულსა და კარიერაზე 

ია ფარულავა - ბიოგრაფია, კარიერა 

"ვარ ერთი გიჟი ქალი, მაგრამ არა სულელი" - ასე ახასიათებს საკუთარ თავს მსახიობი ია ფარულავა. ია უკვე მრავალი წელია, მაყურებლისთვის საყვარელი და, ამავდროულად, საინტერესო ფიგურაა. მას საკუთარი ცხოვრების, განვლილი გზისა თუ ოჯახის შესახებ არაერთხელ უსაუბრია საჯაროდ. საინტერესო ამბებსა და ისტორიებს ია ფარულავას შესახებ კიდევ ერთხელ გაგაცნობთ. 

ia-parulava

  • "გეთქვა, რომ ლამაზი ვიყავი, გეთქვა, რომ განსაკუთრებული ვიყავი... - არავინ არაფერს მეუბნებოდა" - ია ფარულავას ინტერვიუ ამბებზე, რომლებიც ჯერ არ მოგისმენიათ 

ია ფარულავას ბავშვობა ფერად და მხიარულ პერიოდად ახსოვს, სადაც ხელოვნება და კულტურა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მამის გავლენით, ის და მისი ძმა ხშირად ათვალიერებდნენ რენესანსის მხატვრების ნამუშევრებს და უსმენდნენ კლასიკურ მუსიკას, რაც მათ ესთეტიკურ აღქმაზე დიდ გავლენას ახდენდა. 

ია ფარულავას ერთ-ერთ ინტერვიუში დედასაც იხსენებდა და ამბობდა, რომ განსაკუთრებული გარეგნობის ქალი იყო: "დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო - მოდელი და მოცეკვავე. დედასაც ვგავარ და მამასაც. როდესაც მოსკოვში მოდის ჩვენება გაიმართა, ამ ჩვენებაში მონაწილეობას დედაჩემიც იღებდა. ტოქსიკური დედა იყო - თვითონ ვერ განახორციელა თავისი დიდი ოცნებები, არაჩვეულებრივად მღეროდა. ეგზოტიკური გარეგნობა ჰქონდა. თავისი თავის რეალიზება ვერ შეძლო და ამიტომ ცოტა ტოქსიკური იყო. თავისი მიზნები შვილებს გადასცა - და ჩვენც ისეთები გავხდით, როგორიც მას სურდა".