„მე არაფერი შემიწირია არავისთვის - თუ შვილი ხედავს, რომ მასთან ერთად მიდიხარ ოცნებებისკენ, ბევრად უფრო ძლიერი ხდება“ - თოფურიების ოჯახის წარმატების ფორმულა და ინგა თოფურიას ინტერვიუ - Marao

„მე არაფერი შემიწირია არავისთვის - თუ შვილი ხედავს, რომ მასთან ერთად მიდიხარ ოცნებებისკენ, ბევრად უფრო ძლიერი ხდება“ - თოფურიების ოჯახის წარმატების ფორმულა და ინგა თოფურიას ინტერვიუ

2026-10-29 11:28:17+04:00

ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართული ბრძოლა სპორტის მოყვარულთათვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა - ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირებას დარბაზიდან ადევნებდა თვალს ილიას ოჯახი: მშობლები და მისი ვაჟი, ჰუგო თოფურია.

ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებამდე ჟურნალისტმა ნათია გვაზავამ ინტერვიუ ჩაწერა ილიას დედასთან, ინგა თოფურია-ბენდელიანთან, სადაც მან ღიად ისაუბრა ოჯახის მიერ განვლილ რთულ გზაზე, ერთსულოვნებასა და იმ ფასეულობებზე, რამაც შვილების წარმატება განაპირობა.

inga-topuria-bendeliani

  • "ხანდახან ყველაფერს გააკეთებ, ოღონდ საყვარელმა ადამიანებმა ეს ტკივილი არ განიცადონ, მაგრამ ახლა შორიდან შემიძლია მისი თანაგრძნობა" - რას წერს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე 

ინგა თოფურია-ბენდელიანის ინტერვიუ

"ვცხოვრობდით რუსთავში და, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად ძალიან კარგად ვიყავით და კარგი სიტუაცია გვქონდა, საერთო მდგომარეობა იყო ისეთი, რამაც, ინტუიციურად თუ ჩვენი გავლილი ცხოვრების გზიდან გამომდინარე, მოგვცა იმის ფიქრის საშუალებაც და უფლებაც, გვეთქვა: უნდა წავიდეთ. ცოტა მოვლენებს წინ უნდა გავუსწროთ, რადგან ოთხი შვილის ფეხზე დაყენება ძალიან რთულია. გადაწყვეტილება მივიღეთ ყველამ ერთად - ეს არ იყო მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება. დღევანდელი გადასახედიდან მადლობას ვუხდი ჩემს შვილებს, რომ ამას გაგებით მოეკიდნენ. იცოდნენ, რომ ყველა გადადგმული ნაბიჯი მათ სასიკეთოდ იქნებოდა და წინ დახვდებოდათ.

  • "ხანდახან ყველაფერს გააკეთებ, ოღონდ საყვარელმა ადამიანებმა ეს ტკივილი არ განიცადონ, მაგრამ ახლა შორიდან შემიძლია მისი თანაგრძნობა" - რას წერს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე 

ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის - ასეთი დისციპლინა გვქონდა ყოველთვის ოჯახში; არასოდეს ყოფილა ისე, რომ რაღაც ყოფილიყო მხოლოდ ერთი ბავშვისთვის, დედისთვის ან მამისთვის. ყველაფერი იყო ყველასთვის. ზოგადად, ჩვენს ოჯახში არსებობს ოქროს წესი: თუ არის - არის ყველასთვის, და თუ არ არის - არ არის არავისთვის. ამ მენტალიტეტით გაზრდილი ბავშვები ისე ჩამოყალიბდნენ, თითქოს შინაგანად ეს თავდაჯერებულობა გამოუმუშავდათ. იციან, ვინ არიან, იციან, რა უნდათ და იციან, რა გეგმებით მიდიან კონკრეტულ მიზანთან. მე ვთვლი, რომ თუ რაღაც მე არ გამომივიდა, ხელი შემიწყვეს ჩემმა შვილებმა და ოჯახმა, ხოლო მე შევუწყვე ხელი ჩემს შვილებსა და ოჯახს. ყველაფერი ერთად გავაკეთეთ, არაფერი გაუკეთებია არავის ცალკე. მე ასე ვფიქრობ: ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ ყველაფერი და ყველამ ერთმანეთს გავუმართლეთ იმედები.

მე არაფერი შემიწირია არავისთვის. თუ შენ ძლიერი ხარ და შვილი ხედავს, რომ მსხვერპლი კი არ ხარ, არამედ მათთან ერთად მიდიხარ ამ ოცნებებისკენ, ბევრად უფრო ძლიერები ხდებიან," - ამბობს ინგა.