"ყველა ანგელოზი Victoria's Secret-ის შოუზე ვერ დადის - მე სახლში ვარ" - ანა ახვლედიანის ვიდეო დიდ მოწონებას იმსახურებს - Marao

"ყველა ანგელოზი Victoria's Secret-ის შოუზე ვერ დადის - მე სახლში ვარ" - ანა ახვლედიანის ვიდეო დიდ მოწონებას იმსახურებს

2026-10-29 18:06:33+04:00

ქართველი მოდელი ანა ახვლედიანი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, რომელმაც გამომწერების დიდი ყურადღება და დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

ვიდეოში ანა საკუთარ სახლში, Victoria's Secret-ის ანგელოზის სტილში პოზირებს. ეფექტურ სიარულის მანერასთან ერთად, მოდელმა პოსტს იუმორით სავსე წარწერაც დაურთო:

"ყველა ანგელოზი Victoria's Secret-ის შოუზე ვერ დადის, მაგალითად, მე, როგორც წესი, სახლში ვარ," - წერს ანა.

ana-akhvlediani

  • "Victoria's Secret-ი დამიკავშირდა... წელს მომიწია, მათი შეტყობინებები უპასუხოდ დამეტოვებინა" - მოდელი ანა ახვლედიანი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს 

ანა ახვლედიანის ოჯახი და კარიერა  

ანა ახვლედიანი წარმოშობით ქუთაისიდანაა. მას წარმატებულ სამოდელო კარიერას ბავშვობიდანვე უწინასწარმეტყველებდნენ, ეს მოლოდინები კი გამართლდა. 

თბი­ლი­სის წამ­ყვან სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ, მო­დე­ლი უკვე ჩვე­ნე­ბებ­ზე გა­მო­დი­ო­და და მი­სით პა­რი­ზი­სა და ლონ­დო­ნის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ. 2014 წელს ანა Dolce&Gabanna-ს კას­ტინგზე 500 გო­გო­ნა­დან ამო­არ­ჩი­ეს. გო­გო­ნა თა­ნამ­შრომ­ლობ­და მო­დის ისეთ გა­მო­ცე­მებ­სა და სა­ა­გენ­ტო­ებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა VOGUE, ELLE Magazine, HELLO Magazine Georgia, Brave Models Management და სხვ.

როგორც ანა ამბობს, ბოლო წლების მანძილზე თავი მთლიანად შვილის აღზრდას მიუძღვნა, ახალი კი აპირებს, რომ აქტიურად გააგრძელოს საქმიანობა. დღეს ანა ფოტომოდელობითა და ინფლუენსერობითაა დაკავებული. ის მონაწილეობას არაერთი ცნობილი ბრენდისა თუ კომპანიის სარეკლამო გადაღებაში იღებს. აქტიურია სოციალურ ქსელში და თავის მოვლის შესახებ რჩევებს გამომწერებსაც უზიარებს. 

ana-akhvlediani

  • სუპერმოდელი თუ სუპერგმირი? - ბარბარა პალვინის ღირსეული პასუხი და ტრიუმფალური დაბრუნება პოდიუმზე მშობიარობიდან ექვს კვირაში 

ცოტა ხნის წინ ანა გამომწერების შეკითხვებს პასუხობდა და ამბობდა, რომ მის მეუღლეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს: 

"5 წელია, აღარ ვაქტიურობ, რადგან 5 წლის წინ შემეძინა შვილი. ამ დროის განმავლობაში შევეცადე, რომ ჩემი თავი მთლიანად მისთვის მიმეძღვნა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბაღში წავიდა და ის თავისუფალი დრო, რაც გამომიჩნდა, რატომაც არ მოვახმარო კარიერას. სამოდელო სფეროში დაბრუნებას აღარ ვაპირებ, იმიტომ, რომ ახალ ეტაპზე ვარ. მაქვს შემოთავაზებები რამდენიმე ბრენდისგან როგორც ინფლუენსერს, ვნახოთ, რა როგორ იქნება მომავალში.

უამრავი კითხვა შემომდის იმის შესახებ, თუ სად არის ჩემი მეუღლე. სად არის და მუშაობს, სად უნდა იყოს?! გვიან მოდის სახლში, საშინლად არ უყვარს არც ფოტოების გადაღება, არც ვიდეოს გადაღება. მეტი რა გითხრათ..." - ამბობდა მოდელი.