ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ოჯახი ქართველი საზოგადოებისგან ყოველთვის განსაკუთრებულ სიყვარულსა და ყურადღებას იმსახურებს. ნიცა თავისი დახვეწილობითა და ბუნებრიობით დიდი პოპულარობით სარგებლობს, შესაბამისად, საზოგადოებაში ყოველთვის მაღალია ინტერესი მისი ოჯახის წევრების მიმართაც.
ამჯერად ყურადღების ცენტრში ნიცას და, ნილა თავაძე მოექცა. ნილამ სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალი ფოტოები გაუზიარა. ნილა, როგორც ყოველთვის, დახვეწილი და ელეგანტური იმიჯით გამოირჩევა. კადრებმა მოკლე დროში უამრავი მოწონება დაიმსახურა.



ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ოჯახი
ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ოჯახი ჰყავს - დედა მაკა ლუკავაა. ბევრმა არ იცის, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ბადრი კვარაცხელიაც ფეხბურთელი იყო. ხვიჩას მამა აზერბაიჯანში დაიბადა და ამ ქვეყნის ნაკრებში 3 შეხვედრაც ჩაატარა. ხვიჩას ორი ძმა ჰყავს - უფროსი, ნიკა კვარაცხელია წარსულში თავადაც სპორტსმენი იყო, უმცროსი, თორნიკე კი ასევე ფეხბურთითაა დაინტერესებული და, როგორც მედია წერს, არანაკლებ ნიჭიერია.
რაც შეეხება ხვიჩას მეუღლეს, ნიცა თავაძეს, მას მედიასთან გამოჩენა არ უყვარს და არც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. მისი დედა მარიამ კაციტაძეა, რომელიც, ასევე იშვიათად ჩნდება კამერების წინ. ნიცას ჰყავს უმშვენიერესი და, ნილა, რომელმაც პირველი გამოჩენისთანავე მიიქცია ყურადღება გამორჩეული გარეგნობით.
ნილა თავაძე ოჯახის გვერდით იყო 30 მაისსაც, როცა „პარი სენ-ჟერმენმა“ ტიტული წარმატებით დაიცვა და ჩემპიონთა ლიგის თასს ზედიზედ მეორედ დაეუფლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირი კარიერაში უკვე მეორედ მოიგო. ნილამ სტადიონიდან არაერთი კადრი გაგვიზიარა - მათ შორის, პატარა დამიანე კვარაცხელიასთან ერთადაც.