„მეორეჯერ გავთხოვდი-მეთქი, ვიხუმრე და ხალხს საოცარი რეაქცია ჰქონდა... მერე განვმარტე, მეორეჯერ დამნიშნა ჩემმა მეუღლემ“ - ლიზი დარასელიას ინტერვიუ პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე - Marao

„მეორეჯერ გავთხოვდი-მეთქი, ვიხუმრე და ხალხს საოცარი რეაქცია ჰქონდა... მერე განვმარტე, მეორეჯერ დამნიშნა ჩემმა მეუღლემ“ - ლიზი დარასელიას ინტერვიუ პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე

2026-10-30 15:55:39+04:00

რამდენად უყვარს ლიზი დარასელიას საკუთარი დაბადების დღე, როგორ აღნიშნავს ხოლმე ამ დღეს და რით იყო მისი წლევანდელი წვეულება გამორჩეული, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

lizi

ლიზი დარასელიას ინტერვიუ

- ჩემი დაბადების დღე ძალიან მიყვარს და ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნავ. 20 ივლისს ვარ დაბადებული და ეს დღე წელსაც გამორჩეული იყო. როგორც იცით, შარშან, ამ დღეს ჩემმა მომავალმა მეუღლემ ხელი მთხოვა, წელს კი გადავწყვიტე, ეს დღე თბილისში, ოჯახისა და მეგობრების ძალიან ვიწრო წრეში აღმენიშნა. ძალიან კარგად გავატარეთ დრო – ბევრი ვიმხიარულეთ და ვიმღერეთ. მუსიკოსებიც ხომ არიან ჩემი მეგობრები და ერთად კარგად გავერთეთ. ბევრი დასამახსოვრებელი რამ მოხდა. მაგალითად, ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, წელს მეორედ დავენიშნე და კიდევ ერთი ბრილიანტის ბეჭედი მაჩუქა. ძალიან გაკვირვებული ვიყავი, არ ველოდი ასეთ საჩუქარს. სხვათა შორის, სახალისო ვიდეო გადავიღეთ: ბეჭედი რომ დავინახე, მეორეჯერ გავთხოვდი-მეთქი, ვიხუმრე და ხალხს საოცარი რეაქცია ჰქონდა, დაიბნენ. მერე განვმარტე, მეორეჯერ დამნიშნა ჩემმა მეუღლემ-მეთქი. ეს დღე განსაკუთრებულად დამამახსოვრდება.

  • "შენ იმიტომ ხარ წარმატებული, რადგან ვიტალი დარასელიას შვილიშვილი ხარო" - ბაბუას ჩრდილქვეშ: რას ამბობენ ვიტალი დარასელიას შვილიშვილები

სხვათა შორის, წლევანდელ დაბადების დღეზე მე თვითონაც გავუკეთე საჩუქარი ჩემს თავს – მანქანა ვიყიდე. ძალიან ბევრს ვშრომობ და მინდოდა, ჩემი თავი დამესაჩუქრებინა. ვამაყობ, რომ ეს შევძელი.

– მანქანა, ბრილიანტის ბეჭედი, სხვა საჩუქრები... მოკლედ, განსაკუთრებული დაბადების დღე გამოსულა.

– კი ბატონო. ჩემმა დედამთილმა და მამამთილმაც ბრილიანტის ბეჭედი მაჩუქეს. ასევე, მე და ჩემმა მეუღლემაც ბინა ვიყიდეთ – მადლობა უფალს, ძალიან კარგი წელი გამოვიდა. ორივე ძალიან ბევრს ვშრომობთ და ყველანაირად ვცდილობთ, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ. ორივე ძალიან მიზანდასახული ვართ და ყოველთვის ვახარებთ ერთმანეთს. ჩემი აზრით, ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ასე კარგად ავეწყვეთ და ფეხზე წამოვდექით.

– საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში უკვე ბევრს აკეთებთ...

– კი, ჯერ დიდი ასაკი არ გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ, მაქსიმალური გავაკეთოთ. ღმერთით, იმდენი გვქონდეს, რომ ყველას გავუზიაროთ. მე გაცემაც ძალიან მიყვარს. არ შემიძლია, გვერდით გაჭირვებულს ვხედავდე და მის დასახმარებლად ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში არაფერი გავაკეთო.

lizi

– რამდენი წლის გახდი და რას ნიშნავს შენთვის ეს ასაკი?

– 24 წლის გავხდი. სხვათა შორის, მხოლოდ, გამოცდილების მატებას ვგრძნობ. ვცდილობ, მეტი ვისწავლო, განვვითარდე, ვიბრძვი იმისთვის, რომ წარმატებული ვიყო. ვფიქრობ, რომ ყველაფერი წინ მაქვს. მით უმეტეს, მუსიკალურ სფეროში ყოველთვის შეიძლება წარმატების მიღწევა. მე ცოტას ვჩქარობ, ყველაფერი სწრაფად მინდა, თუმცა ვიცი, რომ არ უნდა ვიჩქაროთ – თავის დროზე ყველაფერი იქნება.

  • "მამა ამერიკაშია და მის ჩამოსვლას ველოდებით, საქორწილო კაბა გრანდიოზული იქნება“ - ვიტალი დარასელიას შვილიშვილის, ლიზი დარასელიას ბედნიერება

– ათი წლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება?

– ესე იგი, 34 წლის ასაკში... დიდი ალბათობით, მეყოლება შვილები, ვიქნები ძალიან წარმატებული, მექნება ჩემი საქმე და ამით გამიცნობს ხალხი. სიმღერის სფეროში უკვე მიცნობენ, წარმატებულიც ვარ, ასევე მიცნობენ, როგორც ვიტალი დარასელიას შვილიშვილს, მაგრამ ამის გარდა მინდა, რომ თავი დავიმკვიდრო, როგორც ბიზნესვუმენმა. ვნახოთ, იმედია, გამომივა.

წაიკითხეთ სრულად