მომღერალი მარიამ როინიშვილი ეკა ჩხეიძის გადაცემა „პირველი სტუდიის“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებსა და პირად ურთიერთობებზე გულახდილად ისაუბრა.
მარიამ როინიშვილის ინტერვიუ
გადაცემაში მომღერალმა ყოფილ მეუღლეზე, მსახიობ გიორგი მახარაძეზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა ორივესთვის დიდი გამოწვევა აღმოჩნდა
„ოცი წლის ვიყავი, როდესაც გავთხოვდი. ოცი წლის ვიყავი, როდესაც მე და გიორგის ელენე შეგვეძინა. ამ გადმოსახედიდანაც ვფიქრობ, რომ ორივე ძალიან პატარები ვიყავით. რა თქმა უნდა, მზად არ ვიყავი. ეს არაერთხელ მითქვამს, არაერთხელ მიღიარებია საკუთარ თავთანაც და, ალბათ, ერთმანეთთანაც - მე და გიორგის,“ - ამბობს მარიამი.
მარიამმა გადაცემაში ასევე ისაუბრა მეუღლეზე, ვახო კანდელაკზეც. მისი თქმით, ეს ურთიერთობა მის ცხოვრებაში სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ამისთვის სრულად მზად იყო.
"ვახო, ალბათ, ყველაზე სწორ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. მაშინ, როდესაც მზად ვიყავი, ისეთი მიმეღო, როგორიც არის. ის არაჩვეულებრივია. ალბათ, არ ვიცი, ჯერ ვერც მივალ მასთან და მის იმ საოცარ თვისებებთან ახლოს, რომლებიც მე არ გამაჩნია და რომლებიც ჩემთვის ყოველთვის მაგალითია.
ის ადამიანობის საოცარი მაგალითია - არის საოცარი მამა, საოცარი მეგობარი და ფანტასტიკური მეუღლე. მართლა საოცარი ადამიანი შემხვდა ცხოვრებაში. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ვახო ჩემს ცხოვრებაში არსებობს." - ამბობს მარიამი.

მარიამ როინიშვილი - ოჯახი და კარიერა
ქართველი სოპრანო მარიამ როინიშვილი თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დაამთავრა თბილისის ვანოს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლსა და მიუზიკლში. მარიამი აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზეც - მან ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანის ამპლუა მოირგო.
მარიამ როინიშვილმა 2010 წელს მსახიობ გიორგი მახარაძეზე იქორწინა. მათ ერთი შვილი ელენე შეეძინათ. ელენე, მშობლების მსგავსად, ხელოვნების სფეროშია და, მიუხედავად ასაკისა, მას უკვე არაერთი როლი აქვს შესრულებული. გიორგი და მარიამი რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.
დღეს გიორგი მახარაძეს საკუთარი ოჯახი აქვს - მარიამ ნადირაძესთან მეორე ქორწინებაში მას მეორე ქალიშვილი, ნიკა შეეძინა. მარიამ როინიშვილი მეორედ არ დაქორწინებულა, თუმცა ის მსახიობ და ტელეწამყვან ვახო კანდელაკზეა შეყვარებული: "არსებობს პიროვნება, რომელზეც შეყვარებული ვარ", - ამბობდა კანდელაკი გასულ წელს. მარიამი და ვახო ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებენ. მარიამს და ვახოს ერთი საერთო შვილი, კირა ჰყავთ, რომელსაც წყვილი ერთად ზრდის