ქართული სცენის ნამდვილი კაშკაშა ვარსკვლავი - მარიამ როინიშვილის შთამბეჭდავი კადრები "ჩიკაგოდან" - Marao

ქართული სცენის ნამდვილი კაშკაშა ვარსკვლავი - მარიამ როინიშვილის შთამბეჭდავი კადრები "ჩიკაგოდან"

2026-10-01 13:43:44+04:00

ქართველი სოპრანო, ტელესახე მარიამ როინიშვილი  მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დაამთავრა თბილისის ვანოს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, თუმცა თავად ამბობდა, რომ ბავშვობაში მომღერლობაზე არ უოცნებია:

„სკო­ლის პე­რი­ოდ­შიც სულ ექი­მო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. მერე ისე მოხ­და, რომ ეს პრო­ფე­სია არ ავირ­ჩიე. ბე­ბია ექი­მი მყავ­და და ხში­რად მისი სა­მე­დი­ცი­ნო ნივ­თე­ბით ვთა­მა­შობ­დი, ოჯა­ხის წევ­რებს სის­ხლის ანა­ლიზს "ვუ­ღებ­დი"...

  • მარიამ როინიშვილი სრულიად ახალ ამპლუაში: მომღერალი საოცარ ფორმაშია

roinishvili

მიუხედავად ამისა, მარიამს მუსიკალურ სფეროში არაერთი დიდი და მნიშვნელოვანი წარმატება აქვს, მაგალითად, 2015 წელს იტალიაში, სანტა ჩეჩილიას აკადემიაში ჩარიცხულ 13 სტუდენტთაგან ერთ-ერთი სწორედ მარიამ როინიშვილი იყო. 

დღეს მარიამ როინიშვილი მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლსა და მიუზიკლში. მარიამი აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზეც - მან ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანის ამპლუა მოირგო. 

მარიამ როინიშვილი, როგორც მიუზიკლების ვარსკვლავი

მარიამ როინიშვილი თანამედროვე ქართული სცენის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და გამორჩეული არტისტია, რომლის შემოქმედებაც მაყურებელს განსაკუთრებული ხიბლით იპყრობს. მას აქვს უზადო ვოკალური მონაცემები, გამორჩეული ტემბრი და დახვეწილი ვიზუალი, რაც სცენაზე მის თითოეულ გამოჩენას დაუვიწყარს ხდის. მუსიკალური ნიჭისა და არტისტულობის სრულყოფილი სინთეზით მან შეძლო სანუკვარი ოცნების ასრულება და მიუზიკლის ჟანრის ნამდვილ ვარსკვლავად ჩამოყალიბება.

  • "ეს სიურპრიზი იქნება თავად თამრიკო ჭოხონელიძისთვისაც" - თამრიკო ჭოხონელიძის 1995 წლის დაკარგული კონცერტის ჩანაწერი 31 წლის შემდეგ იპოვეს - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში?

მისი სამსახიობო და მუსიკალური კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ სივრცე „თეატრის“ მასშტაბურ დადგმებს უკავშირდება, სადაც მან უნაკლოდ გააცოცხლა ვარდოს პერსონაჟი ქართული სცენის კლასიკად ქცეულ მიუზიკლში „ვერის უბნის მელოდიები“ და პარალელურად, ასრულებს მთავარ როლს მსოფლიო დონის მიუზიკლში „ჩიკაგო“.

roinishvili

ველმა კელის როლი და შინაგანი მსგავსება პერსონაჟთან

მიუზიკლ „ჩიკაგოში“ მარიამი ველმა კელის რთულ და ბნელი წარსულის მქონე პერსონაჟს განასახიერებს. კითხვაზე, თუ როგორ მიუდგა ამ ასპექტებს შესრულებისას და გაუჭირდა თუ არა როლში შესვლა, მარიამმა უპასუხა:

„რეალურად როლში არც შევსულვარ და არც გამოვსულვარ. ძალიან საინტერესო და ძლიერი პერსონაჟია, ხისტი ხასიათით. რაღაცებში მგავს. ჩემი სისუსტე ხალხში არასოდეს გამომიტანია. ეს პერსონაჟიც მხოლოდ მაშინაა სუსტი, როდესაც მარტო რჩება.

  • "ელენესთან ერთად მეც გავიზარდე. კირას კი უკვე ზრდასრული დედა შეხვდა" - მარიამ როინიშვილის მეორედ მოსული ბედნიერება და დედის ამპლუა

აპარტეზე ამბობს მხოლოდ ორ სიტყვას, ისიც მაშინ, როცა სრულიად მარტოა: „ვგავარ მიტოვებულ პატარძალს და არაფერი არ შემიძლია“. ხალხში ამას არასოდეს გამოხატავს, მხოლოდ თავად იცის, რომ მარტოა. მისი იარაღი ყველაფრის გადალახვა და თვითგადარჩენისთვის ბრძოლაა - აგრძელებს ცხოვრებას ისე, როგორც მას სურს. ჩემთვის საინტერესო პერსონაჟი აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთმანეთს რაღაცებით ძალიან ვგავართ.“

mariam-roinishvili

mariam-roinishvili