როდესაც სილამაზე და ნიჭი ერთიანდება – მარიანა აჩბას ტრიუმფი თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის თანხლებით - Marao

როდესაც სილამაზე და ნიჭი ერთიანდება – მარიანა აჩბას ტრიუმფი თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის თანხლებით

2026-11-06 15:11:31+04:00

რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პირველი რესპუბლიკის დარბაზში კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის გამორჩეული საღამო მოეწყო. მსმენელის წინაშე ცნობილი პიანისტი მარიანა აჩბა წარსდგა.

საკონცერტო პროგრამა მუსიკალურად განსაკუთრებულად მდიდარი და ემოციური აღმოჩნდა. საღამოს განმავლობაში, ეროვნული სასახლის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის თანხლებით, შესრულდა გენიალური კომპოზიტორების - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენისა და ფელიქს მენდელსონის უკვდავი ნაწარმოებები.

ორკესტრს დირიჟორობდა სოფია ხუციშვილი, რომლის ოსტატობამ და ორკესტრანტებთან ჰარმონიულმა ნამუშევარმა დარბაზში განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა. სოლისტის ვირტუოზულმა შესრულებამ და ახალგაზრდული ორკესტრის ენერგიამ მაყურებლის დიდი მოწონება და აპლოდისმენტი დაიმსახურა.

mariana-achba

  • „აფხაზის პრინცესას“ გამორჩეული სტილი: 5 უმშვენიერესი კაბა მარიანა აჩბას გარდერობში 

მარიანა აჩბა

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის და ცნობილი დიზაინერის, მაკა ასათიანის დისშვილი მარიანა აჩბა კამერების წინ იშვიათად ჩნდება, თუმცა განსაკუთრებული გარეგნობით ყურადღებას ხშირად იქცევს. მარიანამ განათლება მუსიკალურ სფეროში საზღვარგარეთ მიიღო. ის პიანისტია და წარმატებული კარიერა აქვს.

"ზრდასრულ ასაკში რომ დავიწყე დაკვრა, მივხვდი, რომ მე კი არ ვჭირდები მუსიკას, როგორც ამას ბავშვობაში გაჯერებენ, არამედ მე მჭირდება მუსიკა იმისათვის, რომ ვიგრძნო თავი ისე ბედნიერად, როგორც ვგრძნობ...

  • მაკა ასათიანის დის იშვიათი კადრები: ვინ არის მშვენიერი სალომე ასათიანი, რომელიც კამერებთან არასდროს ჩნდება 

ახლა პარიზში ვარ, ჩემს სახლში. რომ დავიბადე, ერთი წლის მანძილზე ვცხოვრობდით აქ და მერე გადავედით საქართველოში. 

პარიზში ვსწავლობდი კინოაკადემიაში, სარეჟისოროზე და სულ ვფიქრობდი, რატომ დავანებე დაკვრას თავი. 5 წლის ვიყავი, დაკვრა რომ დავიწყე. შემდეგ11 წლისამ თავი დავანებე. მუსიკას 18 წლის ასაკში დავუბრუნდი. თავიდან ძალიან გამიჭირდა, თითქოს მანამდე არასდროს დამიკრავს. ძალიან ბევრი ვიტირე და ვთქვი, რომ დავაგვიანე.  შემდეგ, პარიზში რომ დავბრუნდი, ბევრს დავდიოდი ფეხით, ვუსმენდი კლასიკურ მუსიკას და გული მწყდებოდა, რომ დავთმე. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ისევ თავიდან ვცადე, პატარა პროგრესი დავინახე და მუსიკასთან გაუცხოებაც გაქრა. როცა გავიგე, რომ პირველი კონცერტი უნდა დამეკრა, მთელი სამი თვე ვნერვიულობდი. ეს იყო იმ 15 წლის ღელვა ერთიანად. სიზმარივით მახსოვს, რაც შეუძლებელი მეგონა, უნდა დამემტკიცებინა, რომ ან მართლა შეუძლებელია, ან შემიძლია", - ამბობდა მარიანა. 

მარიანა აჩბა სადა, თუმცა დახვეწილი და ელეგანტური სტილით გამორჩევა. მისი სასცენო ჩაცმულობა ყოველთვის მოკრძალებულია - ხშირად ირგებს გრძელ, შავ კაბებს და უპირატესობას მინიმალისტურ ვარცხნილობას ანიჭებს.