2026 წელი ქართველი ცნობილი სახეების ნაწილისთვის მნიშვნელოვანი პირადი სიახლეებით აღინიშნა. საზოგადოებისთვის ცნობილმა ქალებმა - მსახიობებმა, ტელეწამყვანებმა თუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა - წელს ოჯახის გაფართოებისა და ახალი სიცოცხლის დაბადების შესახებ განაცხადეს.
წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში გამორჩეული ყურადღება სწორედ მათ პირად სიახლეებს ეთმობოდა. გთავაზობთ იმ ცნობილი ქართველი ქალების ჩამონათვალს, რომლებიც 2026 წელს დედები გახდნენ.
BABY BOOM 2026
მარიამ ვაშაძე
ტელეწამყვანი მარიამ ვაშაძე მეორედ გახდა დედა. მისი ვაჟი 10 იანვარს დაიბადა და დავითი დაარქვეს. მარიამის მეუღლე ვანო ბენიძეა. წყვილს უკვე ჰყავს პირველი შვილი - გოგონა, სახელად ვივიენი.

ანა ქორიძე
"სუხიშვილების" მოცეკვავე ანა ქორიძე მეორე შვილის დედა 25 თებერვალს გახდა, მას პატარა გოგონა, მარიამ ცერცვაძე შეეძინა. ანას პირველი შვილი, ნუცა, უკვე 9 წლისაა.

სალომე ჭაჭუა
სალომე ჭაჭუას პირველი შვილი 2026 წლის 28 მარტს შეეძინა. გასულ შემოდგომას, ნოემბერში სალომემ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ოთხი სეზონის შემდეგ, ირლანდიურ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" პირადი მიზეზების გამო ტოვებდა, ეს მიზეზები კი არ დაუკონკრეტებია.

მაკა კვიციანი
სამი ვაჟის შემდეგ, დიზაინერი მაკა კვიციანი კიდევ ერთი შვილის დედა გახდა. მაკას ორსულობისა და ამ დიდი სიხარულის შესახებ საჯაროდ არ უსაუბრია, თუმცა ცოტა ხნის წინ ფოტოები საკუთარ გვერდზე გააზიარა - მას და მის მეუღლეს მეთხე ვაჟი, ილიკო შეეძინათ.

ლიზა ჩიჩუა
ლიზა ჩიჩუა მესამე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, ირაკლი მაქაცარიას გოგონა შეეძინათ, რომელსაც ქეთო დაარქვეს: "ქეთო მაქაცარია, კეთილი იყოს შენი მობრძანება", - დაწერა ლიზამ.

მარიამ გაფრინდაშვილი
ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დედა ივნისში გახდა. მას და მის რჩეულს, ანალიტიკოს ნიკო მიქაიას, ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ლუკა დაარქვეს. ლუკა წყვილისთვის პირველი შვილია.

რუსკა ქარქაშაძე
ქართველი მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე წელს გოგონას დედა გახდა. მშობლებმა ახალშობილს თინათინი დაარქვეს. რუსკა და მის მეუღლეს კიდევ ერთი შვილი, ზუკა ჰყავთ.

ჯანეტ ქერდიყოშვილი
ჯანეტ ქერდიყოშვილი წელს მესამე ქალიშვილის, ემმის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, ნოე სულაბერიძეს კიდევ ორი გოგონა, ანნა და ლილი ჰყავთ.

ქეთი მელუა
მუსიკოსი ქეთი მელია მეორე შვილის დედა სულ ახალახან გახდა - "ოჯახის ახალი წევრი… მაქსი უკვე ჩვენთანაა! უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ორი ულამაზესი ბიჭის დედა ვარ. სანდრო ჯერჯერობით საუკეთესო უფროსი ძმაა. ნეტავ, ეს დიდხანს გაგრძელდეს!" - დაწერა ქეთიმ საკუთარ გვერდზე.
