ვერიკო ტურაშვილი უკვე მრავალი წელია, ქართველი მსმენელისთვის საყვარელი სახეა. ის ადრე ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანდა, სტუმრობდა სხვადასხვა პოპულარულ გადაცემასა თუ შოუს, ახლა კი კარიერაში მცირე პაუზა აქვს, თუმცა დაბრუნებას დიდი სიახლეებით აპირებს.
პროფესიული საქმიანობის მიღმა, ვერიკო ტურაშვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მისი ოჯახი და შვილებია. მას ორი ქალიშვილი, ლიზა და ნატაშკა ჰყავს. სწორედ დედობის გამოცდილებაზე ისაუბრა მან "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში".

ვერიკო ტურაშვილი დედის ამპლუაში
„არ ვიცი, რამდენად დამაჯერებელია ეს ყველაფერი, მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელად გპასუხობ - მარტოხელა დედობის ძალიან ბევრწლიანი გამოცდილება მაქვს, თუ არ ჩავთვლით მართლა საწყის ეტაპს, როცა ლიზა გავაჩინე.
ჩემთვის ეს უკვე ორგანულია, თუნდაც გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. რომ გამოჩნდეს ახლა ვინმე საოცარი ადამიანი, პარტნიორი, რომელიც იქნება იდეალური ყველა ასპექტში, მგონია, რომ მაინც გამიჭირდება მისი აზრის გათვალისწინება გადაწყვეტილებების მიღების დროს, მითუმეტეს, ჩემს შვილებთან მიმართებით. ვინმე ახალი, შემოსწრებული, ყველა შემთხვევაში უცხო იქნება ჩემთვის.
მარტოხელა დედობა არ არის რთული, მართლა არ არის რთული ჩემთვის. სამი გოგო ვართ სახლში, ვმეგობრობთ, ამას ვცდილობ რომ ახლოს ვიყო ჩემს შვილებთან".