გეცნობათ ეს მზერა? — გოგონა ქარხნიდან, რომელიც მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ კულტურულ ხატად იქცა - Marao

გეცნობათ ეს მზერა? — გოგონა ქარხნიდან, რომელიც მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ კულტურულ ხატად იქცა

2026-11-06 10:08:08+04:00

1944 წელს მერლინ მონრო ნორმა ჯინ დოჰერტის სახელით იყო ცნობილი, ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ვარსკვლავობამდე ცოტა ხნით ადრე. სულ რაღაც 18 წლის ასაკში იგი ჯეიმს დოჰერტზე იყო დაქორწინებული და მეორე მსოფლიო ომის დროს კალიფორნიაში, კომპანია „რეიდიოფლეინში“ (Radioplane Company) მუშაობდა. ქარხანა სამხედრო წრთვნისთვის განკუთვნილ უპილოტო თვითმფრინავებს აწარმოებდა და ნორმა ჯინი იმ მრავალ ქალს შორის იყო, რომლებიც საომარი ძალისხმევის მხარდასაჭერად ინდუსტრიულ სამუშაოებზე დასაქმდნენ.

მისი ცხოვრება 1945 წელს შეიცვალა, როდესაც არმიის ფოტოგრაფმა დევიდ კონოვერმა ქარხანაში მომუშავე ქალების გადაღებისას ის შენიშნა. მისმა გარეგნობამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ სამოდელო კარიერის გაგრძელებისკენ უბიძგა, რამაც პროფესიული გზის დასაწყებად საფუძველი ჩაუყარა. 1946 წლისთვის მან კონტრაქტი გააფორმა „20th Century Fox“-თან, ჯეიმს დოჰერტს გაშორდა და სასცენო სახელი - მერლინ მონრო მიიღო. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ის საერთაშორისო კინოვარსკვლავი და მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კულტურულ ხატად იქცა. მერლინ მონროს ცხოვრების სწორედ ამ პერიოდს ასახავს ეს ფოტო. 

monroe

მერლინ მონროს ცხოვრება

მერილინ მონრო დაიბადა ლოს-ანჯელესის საავადმყოფოს საქველმოქმედო პალატაში. ბიოგრაფ ფრედ ლავრენს გილზის თანახმად, მისმა ბებიამ დელა მონრო გრეინჯერმა ის აიმე სემპლ მაკფერსონს მოანათვლინა, როგორც ნორმა ჯინ ბეიკერი. მიუხედავად იმისა რომ 1946-ში მან სასცენო სახელად მერილინ მონრო აიღო, მას მაინც არ შეუცვლია ლეგალურად თავისი სახელი 1956 წლის 23 თებერვლამდე. მონროს დედა გლედის პირლ მონრო ბეიკერი იყო. წლების მანძილზე სჯეროდათ, რომ გლედისის მეორე ქმარი, მარტინ ედვარდ მორტენსენი, იყო მერილინის მამა. ასევე, მონროს დაბადების მოწმობაშიც სწორედ მისი სახელი და გვარი ეწერა.

  • „მერილინი, რომელიც სამყარომ ვერ იხილა“: დაკოტა ჯონსონი ჰოლივუდის ლეგენდის როლში - პირველი კადრები

monroe

მერლინ მონრო იყო ცნობილი თავისი კომედიური ხასიათის როლებითა და ეკრანებზე ხშირი გამოჩენით. მონრო გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი 1950-იანი და ადრეული 1960-იანი წლებისა. თავისი კარიერის შედარებით გვიან „საფეხურებზე“ ის სერიოზულ როლებზე მუშაობდა და მისი წარმატება მისივე დროის ყველა დანარჩენი მსახიობისას აღემატებოდა.

  • ძველი ჰოლივუდის ვარსკვლავები“ - ოქროს წლები და 10 ლეგენდარული მსახიობი

მერილინის ნაადრევი სიკვდილი შესაძლო თვითმკვლელობად იქნა მიჩნეული, თუმცა ზოგიერთ ადამიანს, მაგალითად ჯეკ კლემონსის, პოლიციის ოფიცერს, რომელიც ყველაზე პირველი მივიდა მერილინის გარდაცვალების ადგილზე, სჯეროდა, რომ მონრო მოკლეს.