"ჩემი მეუღლის ადგილას სხვა ათჯერ მაინც გამშორდებოდა" - თემურ ქეცბაია ოჯახსა და კარიერაზე - Marao

"ჩემი მეუღლის ადგილას სხვა ათჯერ მაინც გამშორდებოდა" - თემურ ქეცბაია ოჯახსა და კარიერაზე

2026-11-09 14:44:30+04:00

ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. წარმატებულ სპორტულ კარიერასთან ერთად, მას მყარი და იდეალური ოჯახი აქვს. ქეცბაიას მეუღლე კატერინაა, რომელიც მან კვიპროსზე გაიცნო.

გადაცემაში, "Speak Easy Georgia", სტუმრობისას თემურ ქეცბაიამ გულახდილად ისაუბრა საკუთარ ხასიათსა და ოჯახურ ცხოვრებაზე.

"სამწუხაროდ, სახლშიც მომყვება ხოლმე ეს პრობლემები, როცა რამე გართულებაა. თუმცა, ჩემი ოჯახი უკვე შეეჩვია ჩემს სიფიცხესა და ნერვიულობას. ალბათ ჩემი მეუღლის ადგილას სხვა ათჯერ მაინც გამშორდებოდა, რადგან მარტივი არ ვარ – ყოველთვის მინდა, ჩემი გავიტანო. ამას სიჯიუტით კი არ ვაკეთებ, არამედ იმიტომ, რომ ფეხბურთს სჭირდება ასეთი მიდგომა და დიდი დროის დათმობა. როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში სახლში არ ხარ, ეს არც მეუღლისთვის არის ადვილი და არც მთლიანად ოჯახისთვის," - ამბობს თემური.

temur-ketsbaia

  • წითელი ხალიჩის მთავარი წყვილი: ლამინ იამალისა და ინეს გარსიას ტრიუმფი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე 

თემური ქეცბაიას ოჯახი

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნიუკასლის“ ყოფილი ფეხბურთელის, თემურ ქეცბაიას კარიერა უამრავ საინტერესო ისტორიას ინახავს. ქეცბაიას უცხოური კარიერა 21 წლის ასაკში, კვიპროსზე გადასვლით დაიწყო. კვიპროსი ქეცბაიასთვის არა მხოლოდ კარიერული წინსვლის, არამედ პირადი ცხოვრების მხრივაც მნიშვნელოვან ადგილად იქცა.  საერთო საცხოვრებელში, სადაც ფეხბურთელი დაბინავდა, მომავალი მეუღლე - კატერინა გაიცნო.

"21 წლის ვიყავი, როდესაც საქართველოდან კვიპროსზე წავედი. შენობა, სადაც კვიპროსზე ვცხოვრობდით, ჩემი მომავალი მეუღლის მამას ეკუთვნოდა. სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი. მოგვიანებით საბერძნეთში გადავედით საცხოვრებლად, სადაც დავქორწინდით კიდეც. 

  • "გარედან მარტივად ჩანს ხოლმე, ფეხბურთელის ცოლობა მარტივი ჰგონიათ" - ლევან კობიაშვილი მეუღლესა და შვილებზე 

 საბერძნეთის AEK-ში 3 წელი ვითამაშე და სწორედ იქ შეგვეძინა ჩვენი შვილი - ლიდა. ახალგაზრდა, წარმატებულ ფეხბურთელს, მით უმეტეს, როცა მარტო ხარ, თაყვანისმცემლები და ფანები ყოველთვის გყავს, თუმცა კატერინას გამო ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

კატერინას ოჯახიც ჩვენი გუნდის გულშემატკივარი იყო. ისინი წარმოშობით ფამაგუსტადან არიან - ქალაქიდან, სადაც ახლა არავინ ცხოვრობს. ასე რომ, აქედან დევნილი, იქაც დევნილებს გადავეყარე. შემდეგ საბერძნეთში გადავედით საცხოვრებლად, სადაც შეგვეძინა შვილი, სახელად ლიდა. 

როცა ამბობენ, რომ ნაადრევად შექმნილი ოჯახი სპორტსმენისთვის ხელისშემშლელია, არ ვეთანხმები. ფეხბურთში შენს მიმართ დიდი ყურადღებაა, ხშირად გიწევს სხვადასხვა ქვეყნისა თუ გუნდის ცვლა, სტრესი და ამ დროს ჯობია, გვერდით მეორე ნახევარი გყავდეს, რომ თავი მარტოდ არ იგრძნო. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ დაგიდგება მეუღლე გვერდში. იცი, რომ შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ოჯახია, რომელიც ყველაფერს განიცდის და ეხმარება.

ჩემი მეუღლე ჩემი პირველი ფანია, ძალიან უყვარს ფეხბურთი. მას თავისი რიტუალიც კი აქვს: სტადიონზე მატჩის დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე მიდის, სანამ ირგვლივ ჯერ კიდევ არავინაა" - ამბობდა თემურ ქეცბაია გადაცემა "სთორის" ეთერში.