"მე არ ვიცი რა არის დედა..." - თამო ვაშალომიძე ოჯახსა და ბავშობაზე - Marao

"მე არ ვიცი რა არის დედა..." - თამო ვაშალომიძე ოჯახსა და ბავშობაზე

2026-11-09 15:36:46+04:00

თამო ვაშალომიძემ გადაცემა „შენი ამბავი თაიასთან“ სტუმრობისას საკუთარი ბავშვობისა და ოჯახური ურთიერთობების შესახებ  გულახდილად ისაუბრა. თამომ აღნიშნა, რომ ბიოლოგიურ დედასა და მამას მოგვიანებით შეხვდა, თუმცა ბავშვობის ყველაზე მნიშვნელოვანი და თბილი მომენტები ბებიასა და პაპასთან ასოცირდება.

"მე მოგვიანებით გავიცანი დედაჩემი და მამაჩემი – მამინაცვალი, მაგრამ მამას დავუძახებ, რადგან უდიდეს პატივს ვცემ, მის გვარს ვატარებ, მაგრამ ეს სიყვარული მოდის მომენტებიდან, ურთიერთობიდან, პირველი სიტყვიდან „დედა“, პირველი კბილის ამოსვლა, პირველი ნაბიჯები, ჩახუტება – ეს ყველაფერი დედაჩემმა გამოტოვა, მაგრამ მიიღო ბებიამ, მე ბებიისგან და პაპასგან მივიღე ეს ემოციები. დედაჩემს უდიდეს მადლობას ვუხდი, სანამ ცოცხალი ვარ მასზე ვიზრუნებ. ამას იმიტომ კი არ ვაამბობ, რომ დედაჩემზე რამე ცუდი მინდა ვთქვა, უბრალოდ ეს რეალობაა, მე არ ვიცი რა არის დედა...“ – ამბობს თამო.

tamo-vashalomidze

  • „მინდოდა მის თვალებში სიხარული დამენახა“ - თამო ვაშალომიძე შვილის ოცნებაზე, ვენეციის კინოფესტივალსა და შინაგან ბრძოლაზე 

თამო ვაშალომიძე  - ოჯახი და განვლილი გზა

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.

"პირველი წარმატება იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი "მის ბიკინი" ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ "მის თავისუფლება" ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში "პრესის რჩეული" გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი."

  • "... და ვიცი, რომ მყავს ორი ნახევარძმა" - თამო ვაშალომიძე ბიოლოგიური მამისა და ოჯახის შესახებ 

თამო დაქორწინებული იყო ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.

"ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა", - ამბობდა თამო ერთ-ერთ ინტერვიუში.

მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ თამო ვაშალომიძემ გაამხილა, რომ ის მეუღლეს დაშორდა. ახლა ის შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობს და აგრძელებს კარიერულ წინსვლას - მან შექმნა თავის მოვლისა და კოსმეტიკური ხაზები, რომლის პოპულარიზაციისთვისაც ბოლო ორი წლის მანძილზე აქტიურად ესწრება მსოფლიო დონის ღონისძიებებს, მათ შორის, ვენეციისა და კანის კინოფესტივალებს. სულ ცოტა ხნის წინ კი ის პროფესიული განვითარების მიზნით აშშ-ში იმყოფებოდა.