"ჩემთვის ასაკი მხოლოდ ციფრები არ არის - ეს არის გამოცდილება და რაც მთავარია, პრივილეგია" - ლიკა კვარაცხელია იუბილარია - Marao

"ჩემთვის ასაკი მხოლოდ ციფრები არ არის - ეს არის გამოცდილება და რაც მთავარია, პრივილეგია" - ლიკა კვარაცხელია იუბილარია

2026-11-10 15:44:20+04:00

ქართველი მოდელი ლიკა კვარაცხელია იუბილარია. მას 45 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მოდელმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ასაკზე, ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია.

"45 მხოლოდ ციფრი არ არის , ეს არის პრივილეგია და საჩუქარი, ამიტომ, ამიტომ ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ერთ წუთში არ ჩაეტევა. მადლობა ყველას 

ჩემთვის ასაკი მხოლოდ ციფრები არ არის. ეს არის გამოცდილება და რაც მთავარია, პრივილეგიაა. პრივილეგიაა გვერდით გყავდეს მშობლები, იყო დედა, ცოლი, და, ბებია, მამიდა, მეგობარი და ასე შემდეგ. გყავდეს ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანი ხარ და რომლებიც შენთვის მთელი სამყაროა. მიიღო უამრავი მოლოცვა იმ ადამიანებისგან, რომლებიც პირადად არც გიცნობენ. უდიდესი მადლობა ჩემს თითოეულ გამომწერს.

გქონდეს საყვარელი საქმე, ოცნებები და, რაც მთავარია, სურვილი, რომ ყოველდღე რაღაც ახალი აღმოაჩინო საკუთარ თავში. ისე, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. მაგალითად, მაკიაჟის გაკეთება ან როგორ ავარჩიო ამ სამი კაბიდან ერთ-ერთი და სამჯერ არ გადავიფიქრო, იმიტომ რომ სამივე ლამაზია. ბოლოს მაინც განწყობას და შეგრძნებას მივყვები და ამიტომ, მგონი, სწორი არჩევანი გავაკეთე.

ასაკთან ერთად ხვდები, რომ ბედნიერება პატარა დეტალებშია. დროის შეჩერებას მე არ ვცდილობ. პირიქით, ვცდილობ მასთან ერთად სწრაფად ვიმოძრაო და ამ ქვეყანაზე ჩემთვის გამოყოფილ დროში მაქსიმალურად მოვასწრო ბევრი რამ. ალბათ ამიტომაც სულ სადღაც მივიჩქარი, როგორც ახლა. არასოდეს არის გვიან გვიყვარდეს საკუთარი თავი, გვიხაროდეს ცხოვრება და გვქონდეს ახალი ოცნებები. მე თუ მკითხავთ, მათი არქონაა ცუდი. უზომოდ მადლიერი ვარ ყველაფრისთვის," - ამბობს ლიკა კვარაცხელია.

lika-kvarathkhelia

  • „გიზიარებთ იმას, რასაც სახლში ვამზადებ“ - ლიკა კვარაცხელია კვებასა და თავის მოვლაზე საუბრობს 

ლიკა კვარაცხელიას ოჯახი და კარიერა

ლიკა კვა­რა­ცხე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­უღ­ლის გაც­ნო­ბის ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს და წერს, რომ მო­მა­ვალ­მა ქმარ­მა მის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი გა­ზე­თის ფურ­ცლე­ბი­დან გა­ი­გო. მო­დელ­სა და ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელ მურ­თაზ შე­ლი­ას 25 წე­ლია ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი აქვთ. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს - ანა, ელე­ნე და და­თუ­ნა. ანა შე­ლია უკვე ორი შვი­ლის დე­დაა, მისი მე­უღ­ლე, მო­რაგბე ლაშა ლო­მი­ძეა. თა­ვის დრო­ზე Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ლიკა იხ­სე­ნებ­და, რომ 18 წლის უკვე ორი შვი­ლის დედა იყო...

"რო­გორ გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­უღ­ლე? - მკი­თხეს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. აქ მოვ­ყვე­ბი. იყო ასე­თი მა­ღა­ზია "ჩი­რაღ­და­ნი“, სა­დაც ოპ­ტი­კუ­რი სათ­ვა­ლე­ე­ბი იყი­დე­ბო­და. ერთ დღეს დე­დას­თან ერ­თად შე­ვი­სე­ირ­ნე სათ­ვა­ლის შე­სა­ძე­ნად, ამ დროს, იქვე 27 წლის სპორ­ტსმე­ნიც და­სე­ირ­ნობ­და, რო­მელ­მაც შე­მამ­ჩნია და შო­რი­დან მო­ვე­წო­ნე. თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად იყო, სა­ნაკ­რე­ბო პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე. გა­ზე­თე­ბის კი­თხვა უყ­ვარ­და, ახ­ლაც უყ­ვარს. მოკ­ლედ, მე­ო­რე დი­ლას გა­ზე­თი "მე­რი­დი­ა­ნი“ რომ შე­ი­ძი­ნა, გა­და­შა­ლა, ჩემი დიდი ინ­ტერ­ვიუ შეხ­ვდა (1995 წელი იყო ალ­ბათ) სა­დაც დე­ტა­ლუ­რად ეწე­რა ვინ ვარ, რამ­დე­ნი წლის ვარ, მგო­ნი მი­სა­მარ­თიც კი ეწე­რა. ცხა­დია, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­პო­ვა და გა­მეც­ნო.1997 წელს კი დავ­ქორ­წინ­დით". 

  • "არც სტერილიზაცია გჭირდებათ და ზედმეტი თავის შეწუხება - აუცილებლად გააკეთეთ ყველამ!" - პომიდვრის შენახვის საუკეთესო გზა ლიკა კვარაცხელიასგან 

lika-kvarathkhelia

ლიკა კვარაცხელიას, სამი შვილი: დათუნა, ელენე და ანა შელიები ჰყავს. ანა უკვე დაოჯახებულია მორაგბე ლაშა ლომიძეზე და მათ ორი შვილი შეეძინათ. 44 წლის ასაკში კი მშვენიერი მოდელი უკვე ბებიაა. მისთვის ეს ამპლუა განსაკუთრებულია და შვილიშვილებთან ერთად დიდ დროს ატარებს. 

ოჯახისა და პროფესიული საქმიანობის მიღმა, ლიკა კვარაცხელია დიდ დროს უთმობს თავის მოვლას და ჯანსაღი ცხოვრების წესს - ცდილობს, იკვებოს ჯანსაღად, ხშირად სტუმრობს სპორტულ დარბაზსაც და ვარჯიშობს, საკუთარ გამოცილებასა და რჩევებს კი სხვა ქალებსაც უზიარებს.