"არც სტერილიზაცია გჭირდებათ და ზედმეტი თავის შეწუხება - აუცილებლად გააკეთეთ ყველამ!" - პომიდვრის შენახვის საუკეთესო გზა ლიკა კვარაცხელიასგან - Marao

"არც სტერილიზაცია გჭირდებათ და ზედმეტი თავის შეწუხება - აუცილებლად გააკეთეთ ყველამ!" - პომიდვრის შენახვის საუკეთესო გზა ლიკა კვარაცხელიასგან

2026-09-18 14:16:42+04:00

ყველასთვის საყვარელი ლიკა კვარაცხელია მეგობრებსა და გამომწერებს საშემოდგომო სამზადისის კადრებს უზიარებს - ეს სამზადისი წელს განსაკუთრებული და მარტივი რეცეპტებით გამოირჩევა - "როგორია თქვენი სექტემბერი? ვიმარტივებ საქმეს" - წერს ის და ვიდეოს აქვეყნებს - როგორ ინახავს სეზონურ პომიდორს გაყინული ფორმით.

  • ტატიანას კეტჩუპი: რეცეპტი, რომელსაც მილიონზე მეტი ნახვა აქვს

ეს მეთოდი ბევრისთვის ნაცნობი, ბევრისთვის კი სიახლე აღმოჩნდა და ლიკამ არაერთი კითხვაც მიიღო. ყველაზე ხშირად დასმული კი გემოვნური თვისებების შენარჩუნებას ეხებოდა: 

"გაყინვისას პომიდორი საკვებ ნივთიერებებს მთლიანად არ კარგავს, ყველაზე მეტად იცვლება მისი ტექსტურა. სწორად გაყინული პომიდორი გემოსა და საკვები ღირებულების დიდ ნაწილს ინარჩუნებს და განსაკუთრებით კარგია სოუსად კერძებისთვის. რა თქმა უნდა, ახალ პომიდორს ვერ ჩაანაცვლებს, უბრალოდ სეზონური პომიდვრის შენახვის ერთ-ერთი კარგი მეთოდია", - განმარტავს ლიკა კვარაცხელია. 

  • რეცეპტი: "ვინ არ სცადა, მისნაირი არავის გამოსდის... დედაჩემი ხშირად შეუძლოდაა, მაგრამ კუხე პომიდვრის სეზონზე ცოცხლდება და იმდენს ამზადებს, გამვლელ-გამომვლელსაც რომ ეყოფა " - მკვახე პომიდორი ნიგვზით ზურა შევარდნაძისგან

პომიდვრის შენახვის ეს მეთოდი ნაცადი აღმოჩნდა არაერთი დიასახლისისთვის: "ყველას გირჩევთ, არც სტერილიზაცია გჭირდებათ და ზედმეტი თავის შეწუხება, თუ რა თქმა უნდა დიდი ზომის საყინულე გაქვთ, აუცილებლად გააკეთეთ ყველამ!" - ვკითხულობთ კომენტარებში.

pomidori 

 

ლიკა კვარაცხელიას მშივრების წესი 

ლიკა კვარაცხელია მოდელი, ინფლუენსერი და ბიზნესლედია. მას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ლიკა არაჩვეულებრივად გამოიყურება - ძნელი დასაჯერებელია, რომ ის უკვე ორი შვილიშვილის ბებიაა.

ლიკა კვარაცხელიას, სამი შვილი: დათუნა, ელენე და ანა შელიები ჰყავს. ანა უკვე დაოჯახებულია მორაგბე ლაშა ლომიძეზე და მათ ორი შვილი შეეძინათ.

  • "იცავს ძვლებს ოსტეოპოროზისგან, აჩქარებს მეტაბოლიზმს" - ლიკა კვარაცხელიას რჩევები 40+ ასაკის ქალებს

ლიკა ასაკის და მიუხედავად ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება. ის კარგი კულინარია და ჯანსაღ და სწორ კვებას დიდ ყურადღებას აქცევს.