ბრწყინვალე წვეულება და მოულოდნელი სიურპრიზი - როგორ აღნიშნა ევა ბარბაქაძემ 25 წლის იუბილე - Marao

ბრწყინვალე წვეულება და მოულოდნელი სიურპრიზი - როგორ აღნიშნა ევა ბარბაქაძემ 25 წლის იუბილე

2026-11-11 10:11:35+04:00

ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა თავის ქალიშვილს, ევა ბარბაქაძეს, 25 წლის იუბილეზე დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყო და საჩუქრად ბინა გადასცა.

შორენამ სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები გააზიარა, სადაც ემოციებს ვერ მალავს:

„დღეს ევა 25 წლის გახდა და გადავწყვიტე საჩუქრად გადავცე ბინა. ძალიან ვნერვიულობ და ამ დროს ხელები უფრო მიკანკალებს. იმ დროს, როდესაც სოციალურმა ქსელმა დამაშორა ქმარს, მე ვარემონტებდი ბინას. არასდროს დაიჯეროთ იმის, რაც იწერება. წარმატებები მისურვეთ“, - ამბობს შორენა.

განსაკუთრებული დღე ევა ბარბაქაძემ უახლოესი ადამიანებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. წვეულება ოქროსფერი თემატიკით იყო გაფორმებული - გარშემო ყველაფერი ბრწყინავდა, დახვეწილი ტორტიდან დაწყებული, თემატური ბუშტებით დამთავრებული, რაც საღამოს კიდევ უფრო ზღაპრულ იერს სძენდა.

eva-barbakadze

eva-barbakadze

eva-barbakadze

eva-barbakadze

eva-barbakadze

  • ტელეეკრანებს მიღმა, თუმცა ყოველთვის ყურადღების ცენტრში: შორენა ბეგაშვილის ოჯახური ფოტოები მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად 

ევა ბარბაქაძე

ევა ბარბაქაძე შორენა ბეგაშვილს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა.

ცნობილი დედის მსგავსად ევაც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 120 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს.

რო­გორც ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით შო­რე­ნამ ისა­უბ­რა, ევას მამას ღა­ლა­ტის გამო და­შორ­და. შორენას ქმარი ზურაბ ბარბაქაძეა, რომელმაც ცოტა ხნის წინ იქორწინა. მისი რჩე­უ­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი გა­ლი­ნა აპი­ლა­ტია. გა­ლი­ნა და მისი და, ლუბა, სა­ქორ­წი­ნო კა­ბებ­ზე, პე­ნუ­ა­რებ­სა და ქა­ლის თეთ­რე­ულ­ზე მუ­შა­ო­ბენ.

2016 წლის 27 მარტს ევას თავს უბედური შემთხვევა დატრიალდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, ევა სახლში, საკუთარ ოთახში ფანჯარაზე იჯდა, რა დროსაც მოულოდნელად გადავარდა. მაშინ 14 წლის ევას ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები ჰქონდა, მკურნალობდა რამდენიმე თვე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში და რამდენიმე ოპერაციის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.

შორენა ამბობდა, რომ ინციდენტის დროს სამზარეულოში იყო და კერძს ამზადებდა, როდესაც ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანის ხმა გაიგო, რომელსაც საპატრულო პოლიციის სირენების ხმაც ერთოდა, გაიქცა ევას ოთახში და ის იქ აღარ დახვდა.

საბედნიეროდ, ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, ევა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. განაგრძო სწავლა, მოგვიანებით უნივერსიტეტშიც ჩააბარა და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას. 

  • პირველი ფოტოები შორენა ბეგაშვილის ქორწილიდან: იტალიური ზღაპარი, ულამაზესი კაბა და გრანდიოზული ტორტი 

დღეს ევა შეყვარებულია. ის სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებს რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს.

"დაახლოებით წელიწად-ნახევარია ერთად ვართ, მაგრამ ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ. დაახლოებით 8-9 წელია, რაც ვიცნობ, ბავშვობიდან მეგობრები ვიყავით. არ მეგონა, მაგრამ თურმე ასეთი ურთიერთობა ძალიან ძვირფასია, როდესაც მეგობრობიდან მსგავს ურთიერთობაში გადადიხარ. ურთიერთობა მყარი ხდება, როდესაც ზრუნვასა და გათვალისწინებას აქვს ადგილი, რასაც ჩემი შეყვარებულისგან ვგრძნობ. არ ვიცი, ეს იმის ბრალია თუ არა, რომ ამდენი ხანია მიცნობს - ძალიან ღრმად მიცნობს, ისე, რომ მეც კი ვერ ვიცნობ ასე ჩემს თავს. ყველაფერი იცის: რა გამიხარდება, სითბო როგორ უნდა გამოხატოს... ეს არის ყველაზე კარგი ურთიერთობაში და სწორედ ეს ამყარებს მას" - ამბობდა ევა.