ტელეეკრანებს მიღმა, თუმცა ყოველთვის ყურადღების ცენტრში: შორენა ბეგაშვილის ოჯახური ფოტოები მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად - Marao

ტელეეკრანებს მიღმა, თუმცა ყოველთვის ყურადღების ცენტრში: შორენა ბეგაშვილის ოჯახური ფოტოები მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად

2026-10-16 14:01:43+04:00

ქართველი ტელეწამყვანი და მოდელი შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელებში ყოველთვის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების მანძილზე ტელეეკრანებზე აღარ ჩანს, მის მიმართ ინტერესი არასდროს გამქრალა. 

ცოტა ხნის წინ შორენა ბეგაშვილმა რჩეულზე, ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზე სულ ცოტა ხნის წინ იტალიაში იქორწინა. ამჯერად შორენა სწორედ მეუღლესა და ქალიშვილთან, ევა ბარბაქაძესთან ერთად გადაღებულ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს. 

shorena-begashvili

shorena-begashvili

shorena-begashvili

  • „რამდენი წელი მაბულინგეთ, ახლა ჩემი დროა“ — ვინ არის ქალი, რომელსაც შორენა ბეგაშვილმა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის სასამართლო დავა მოუგო 

შორენა ბეგაშვილი

შორენა ბეგაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ „გლობუსში“.

 შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის „ფლეიბოისთვის“ გადაიღეს. 2009–2010 წლებში ჰქონდა საავტორო ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა და მალევე დაიხურა კიდეც. „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. 2020 წლის სექტემბრიდან "რუსთავი 2"-ზე მიჰყავს გადაცემა „შორენას ეფექტი“.

შორენა ბეგაშვილმა რჩეულზე, ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზე 8 ივლისს იტალიაში იქორწინა. კომოს ტბის ნაპირზე გამართულ ულამაზეს წვეულებას ცოცხალი მუსიკა, საქორწინო დეკორაციები და გრანდიოზული ტორტი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა. 

საღამო ლეგენდარულ Villa Balbiano-ში შედგა, რომელსაც კომოს ტბის 16-ე საუკუნის მარგალიტს უწოდებენ. 

  • შორენა ბეგაშვილის ფუფუნებით სავსე ცხოვრება — მოგზაურობა თურქეთში, ოჯახი და პირადი ბედნიერება 

shorena-begashvili

  • საჩუქრები გამომწერებს - შორენა ბეგაშვილი ძვირადღირებულ ფეხსაცმელებს გამომწერებს აჩუქებს 

შორენა ბეგაშვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, რომელიც ზურაბ ბარბაქაძესთან ქორწინებაში 2001 წელს შეეძინა. რამდენიმე წლის წინ, უბედური შემთხვევის დროს, როცა ევა მაღალი სართულიდან გადავარდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, შორენა ბეგაშვილს რთული პერიოდის გავლა მოუწია, თუმცა დღეს დედა-შვილი ერთად და ბედნიერად ცხოვრობს. ევა უკვე სტუდენტია და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას. შორენა ბევრს მოგზაურობს, კადრებს კი ერთგულ გამომწერებსაც უზიარებს.