"როდესაც გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, რა თქმა უნდა, ბევრი ემოციის შემდეგ მოვიდა ფიქრი, რომ ახლა უნდა მომემატებინა" - როგორ შეიცვალა ნინი ბადურაშვილის დამოკიდებულება წონის მიმართ - Marao

"როდესაც გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, რა თქმა უნდა, ბევრი ემოციის შემდეგ მოვიდა ფიქრი, რომ ახლა უნდა მომემატებინა" - როგორ შეიცვალა ნინი ბადურაშვილის დამოკიდებულება წონის მიმართ

2026-11-11 10:38:35+04:00

მომღერალი ნინი ბადურაშვილი გადაცემა „Beauty Talks“-ის სტუმარი იყო, სადაც საკუთარ გამოცდილებაზე, წონის კონტროლსა და ორსულობის შემდეგ მომხდარ ცვლილებებზე გულახდილად ისაუბრა.

"წონის მატების თემა ბევრად უფრო გამძაფრებული მქონდა სანამ დავორსულდებოდი და ვიმშობიარებდი - წონას უფრო მეტად ვაკონტროლებდი. სახლში სულ მედგა სასწორი და დილით რომ ავდგებოდი, აუცილებლად უნდა ავსულიყავი. დღეს სასწორი სახლში აღარ მიდგას.

ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა და თან რას დავაკვირდი, როდესაც გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, რა თქმა უნდა, ბევრი ემოციის შემდეგ მოვიდა ფიქრი, რომ ახლა უნდა მომემატებინა, მაგრამ სადღაც მივხვდი, რომ ამ მომატებისთვის უბრალოდ ყურადღება არ უნდა მიმექცია. რომ გითხრათ, ძალიან დიდი მადა მქონდა-მეთქი - არა, მაგრამ არაფერს ვერიდებოდი, ყველაფერს მივირთმევდი. თან 5 თვე ტოქსიკოზი მქონდა და არაფერი მერგებოდა.

ჰოდა, რა სასწაული მოხდა: ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ, პირიქით, უფრო მეტი კლება წავიდა. ძალიან გამხდარი ვიყავი" - ამბობს ნინი.

nini-badurashvili

  • "40 წლის ასაკში ვერ ვიქნები ისეთი, როგორიც 20 წლისას“ – ნინი ბადურაშვილი სილამაზის სტანდარტებზე 

ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი - კარიერა, ოჯახი, შვილი ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან "ბასტი-ბუბუს" სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია" გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ "სტეფანე და 3G"-ს წევრი

ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.

როგორც ცნობილია, ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.

nini-badurashvili

  • "სულ უფრო ემსგავსება დედას" - ნინი ბადურაშვილი ქალიშვილთან, ელენესთან ერთად 

"რამდენი ნიჭიერი და ლამაზი გოგოა ამ ქალაქში და მიკვირს, რატომ არის ნინის მიმართ ასეთი გაცხოველებული ინტერესი. ბავშვობიდან იყო განხილვის თემა. წერდნენ, რომ იყო ყველაზე სასურველი სარძლო. ეს თემა იყო ისეთი აქტუალური, ვფიქრობდი, რატომ ნინი? თბილისმა იცის ამოჩემება… რატომ არის ამდენი ხალხი დაკავებული ნინის ამბების განხილვით. ნინი სულ შეწუხებული იყო და ჩვენ ყველა, როდის გათხოვდებოდა. ეს ჩემზეც იყო, მაგრამ ვერ შევედრები ნინის…

არც გათხოვება უკითხავს ჩემთვის… მართლა თავისით გადაწყვიტა. სხვა ურთიერთობები ვიცოდით. ნინი ისეთი ტიპია, რომ არ მალავს. ყველაფერს ჰყვებოდა. ეს ბიჭი უცებ სად გაიცნო, არ ვიცი. მოვიდა და გვითხრა, ახლა უნდა გავთხოვდეო. ვინ არის, რა ჰქვია, რა გვარია-მეთქი. არა, გადავწყვიტე და უნდა გავთხოვდეო… არ მქონია იმის საშუალება, რომ მეთქვა ან კარგი, ან ცუდი. ჩავრთულვარ სხვა ურთიერთობებში, როცა ნინი განცდებში მინახავს და უბედური იყო, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ ნინის და ირაკლის ურთიერთობაში არ ჩავრთულვარ… ნინიმ არასდროს არაფერში დამიჯერა და არც მიკვირდა, რადგან მასში ჩემს თავს ვხედავდი ზუსტად…“ - იხსენებდა ეკა კახიანი. 

ნინის ქმარი რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე იყო. 2012 წელს გრანდიოზული ქორწილის შემდეგ, ნინი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს. ქორწინება 4 თვეში დასრულდა. დღეს, ნინის და ირაკლის საერთო შვილი გოგონა, ელენე კუტალაძე ჰყავთ, რომელიც როგორც დედასთან, ასევე მამასთანაც ხშირად ატარებს დროს.