ბელა ჰადიდმა ახალი სიყვარული გამოაჩინა - ვინ არის მამაკაცი, რომელთან ერთადაც მოდელი კამერების წინ პოზირებს - Marao

ბელა ჰადიდმა ახალი სიყვარული გამოაჩინა - ვინ არის მამაკაცი, რომელთან ერთადაც მოდელი კამერების წინ პოზირებს

2026-11-11 15:52:57+04:00

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერმოდელი, ბელა ჰადიდი, კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მოდელმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებშიც მამაკაცთან ერთად პოზირებს. წყვილი ერთმანეთს ეხუტება, კოცნის და აშკარად სასიამოვნოდ ატარებს დროს. ამასთან, ბელამ თაყვანისმცემლებს გარეგნობის რადიკალური ცვლილებაც წარუდგინა - მოდელი პლატინისფერ ქერა თმით გამოჩნდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მამაკაცი ნათან ლეისია, კოლორადოში მცხოვრები კოვბოი, რომელიც ოჯახის სამშენებლო ბიზნესში მუშაობს. წყვილის ურთიერთობაზე საუბარი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა ბელას ბოლო პოსტმა მათი კავშირის შესახებ არსებული ვარაუდები კიდევ უფრო გააძლიერა.

bela-hadidi

  • "ტვინში ერთი მოქმედი უჯრედიც აღარ დამრჩა" - ბელა ჰადიდი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე 

ვინ არის ბელა ჰადიდის ახალი რჩეული?

ნათან ლეისი მოდის ინდუსტრიის წარმომადგენელი არ არის. ის კოლორადოს შტატში, კრესტედ-ბიუტის რეგიონში ცხოვრობს და ოჯახის სამშენებლო კომპანიაში პროექტების მენეჯერისა და შემფასებლის პოზიციაზე მუშაობს. მას ასევე აკავშირებენ ოჯახურ რანჩოსა და ცხენოსნობის სამყაროსთან.

როგორც ირკვევა, ბელა და ნათანი ერთმანეთს საერთო მეგობრების მეშვეობით გაეცნენ. ნათანი ბელას ახლო მეგობრის, რეიჩელ ლეისის ძმაა. მათი ერთად გამოჩენის შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, მილანის მოდის კვირეულიდან გავრცელდა.

საინტერესოა, რომ ზაფხულში მათი ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ბელასთან დაახლოებული წყარო უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ ისინი მხოლოდ მეგობრები იყვნენ. თუმცა, ნოემბერში გამოქვეყნებულმა ფოტოებმა გულშემატკივრებში ახალი ვარაუდები გააჩინა.

bela-hadidi

ბელას ახალი ფოტოები, რომლებმაც სოციალური ქსელები აალაპარაკა

7 ნოემბერს ბელა ჰადიდი დენვერში, Colorado Avalanche-ის ჰოკეის მატჩს დაესწრო. მოდელმა მოგვიანებით Instagram-ზე საღამოს ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. კადრებში ის ნათანთან ერთად პოზირებს, ერთმანეთს ეხუტებიან და კამერის წინ საკმაოდ თავისუფლად გამოხატავენ ემოციებს.

ბელამ პოსტში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქველმოქმედო ინიციატივას - Hockey Fights Cancer-ს, რომელიც კიბოსთან ბრძოლას, ცნობიერების ამაღლებასა და კვლევების მხარდაჭერას ემსახურება.

მოდელმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ნიუ-იორკში ცხოვრების პერიოდისა, კოლორადო მისთვის განსაკუთრებულ ადგილად რჩება და საკუთარ თავს ამ შტატთან ემოციურად დაკავშირებულ ადამიანად მიიჩნევს.

bela-hadidi

  • რას პასუხობს სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი"ეპშტეინის ფაილებში" მონაწილეობაზე ბრალდებას: “საშინელებაა იმის წაკითხვა, თუ როგორ საუბრობს შენზე ასეთი ფორმით ადამიანი" 

ახალი სიყვარული 

ბელა ჰადიდის ახალი რომანტიკული ისტორია მის წინა ურთიერთობასაც გვახსენებს. მოდელი დაახლოებით ორი წლის განმავლობაში პროფესიონალ ცხენოსან ადან ბანუელოსს ხვდებოდა. მათ 2023 წელს, ტეხასში გამართულ ცხენების შეჯიბრებაზე გაიცნეს ერთმანეთი.

ამ ურთიერთობის პერიოდში ბელას ცხოვრების სტილიც შესამჩნევად შეიცვალა - მოდელი ხშირად ატარებდა დროს რანჩოებზე, ინტერესდებოდა ცხენოსნობით და დასავლური სტილის სამოსითაც ხშირად ჩნდებოდა. მათი დაშორების შესახებ ინფორმაცია 2026 წლის იანვარში გავრცელდა.

ახლა კი, როგორც ჩანს, ბელა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის. მისი ბოლო გამოჩენა კიდევ ერთხელ გახდა განხილვის საგანი, თუმცა მოდელსა და ნათანს ურთიერთობის სტატუსზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.