„ბედნიერი ვარ, რომ ბექამ კარგი მძახლები გვაჩუქა“ – ხათუნა ხოფერია თიკა ჯამბურიას მშობლებზე - Marao

„ბედნიერი ვარ, რომ ბექამ კარგი მძახლები გვაჩუქა“ – ხათუნა ხოფერია თიკა ჯამბურიას მშობლებზე

2026-11-13 17:09:04+04:00

ხათუნა ხოფერია გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, სადაც ოჯახურ ურთიერთობებზე ისაუბრა და განსაკუთრებული სითბოთი მოიხსენია ყოფილი მძახლები - მომღერალ თიკა ჯამბურიას მშობლები.

მიუხედავად იმისა, რომ ხათუნა ხოფერიას ვაჟის, ბექა ხოფერიასა და თიკა ჯამბურიას ოჯახი წლების წინ დაინგრა, ყოფილმა მძახლებმა შეძლეს და საერთო შვილიშვილის, 15 წლის ნინას გარშემო სამაგალითო, თბილი და მეგობრული გარემო შექმნეს.

როგორც ხათუნა ხოფერიამ აღნიშნა, თიკას დედასთან, ფატისთან განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებს, რასაც საერთო ცხოვრებისეული პრინციპები განაპირობებს.

"მე ასე ვცხოვრობ, რომ სხვებთან პრეტენზია არ მაქვს, პრეტენზიები მაქვს საკუთარ თავთან. ასე უფრო მიადვილდება ადამიანებთან ურთიერთობის აწყობა. აღმოჩნდა, რომ ფატიც ასეთია. მერე ჩვენ გვყავს ნინა, ულამაზესი ნინა, რომელიც 15 წლისაა. ის ჩვენი გაზრდილია - ჩემი და ფატის. ისე უყვარს ჩვენთან ერთად ყოფნა, როგორ შეიძლება, რაღაცის გამო ბავშვს ვატკინოთ.

თიკას მამაც, საოცარი ადამიანია, რომელიც ნინასთვის ცოცხლობს. მეც ისე გვერდში მიდგას, ბურჯივით. გენერალია, სხვა თუ არაფერი. ქედმაღლობაში ნუ ჩამითვლიან, მაგრამ მეგრელები ვართ. ყოფით ცხოვრებაში რაღაც ძალიან კარგად გამოგვდის. დებივით ვართ აბსოლუტურად, ტანსაცმელსაც კი ერთნაირს ვიცვამთ.

ისეთი ურთიერთობა გვაქვს, როგორიც ოჯახში უნდა იყოს. მოკლედ, მე ბედნიერი ვარ ამით, რომ ბექამ ბევრი შვილიშვილი და კარგი მძახლები გვაჩუქა.

არ ღირს ეს ცხოვრება იმისთვის, რომ რაღაცები მოიგონო. მაინც ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებ. ასეთი პატიებით, სიყვარულით... ბავშვებიც  უფრო თავისუფლები არიან, უფრო ბედნიერ გარემოში ცხოვრობენ. ამ შემთხვევაში თავიანთ შვილებსაც ჯანსაღ მაგალითს აძლევენ" - ამბობს ხათუნა ხოფერია.

tika-jamburia

  • "ბექა ყველაფერს იმისთვის აკეთებს, რომ თავისი შვილი იყოს კომფორტში" - თიკა ჯამბურია ყოფილ მეუღლეზე 

თიკა ჯამბურია და ბექა ხოფერია

ხათუნა ხოფერია 19 წლის ასაკში დაქორწინდა ვლადიმერ ხოფერიაზე, რომელთანაც 18 წელი იცხოვრა და ორი ვაჟი, რევაზი და ბექა, ჰყავს. ბექა ხოფერია გამორჩევა ხმაურიანი პირადი ცხოვრებით და წლების მანძილზე მედიის ყურადღების ობიექტიც არაერთხელ გამხდარა. 

 ბექა ხოფერიას პირველი მეუღლე მომღერალი თიკა ჯამბურია იყო.  რომელთანაც ქალიშვილი, ნინა, ჰყავს. მათი ურთიერთობა დასრულდა გარკვეული დროის შემდეგ. ამ განშორების შესახებ საჯაროდ თიკა ჯამბურია ხშირად საუბრობდა და ამბობდა, რომ მეუღლესთან განქორწინება მტკივნეულად გადაიტანა, თუმცა თიკა და ბექა დღემდე ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას და ქალიშვილის აღზრდაში ორივე ჩართულია.