"ბექა ყველაფერს იმისთვის აკეთებს, რომ თავისი შვილი იყოს კომფორტში" - თიკა ჯამბურია ყოფილ მეუღლეზე - Marao

"ბექა ყველაფერს იმისთვის აკეთებს, რომ თავისი შვილი იყოს კომფორტში" - თიკა ჯამბურია ყოფილ მეუღლეზე

2026-10-20 12:47:58+04:00

მომღერალი თიკა ჯამბურია გადაცემა „სარკასტიკის“ სტუმარი იყო, სადაც ყოფილ მეუღლესთან, ბექა ხოფერიასთან არსებულ ურთიერთობაზე, მისგან მიღებულ საჩუქრებსა და წარსულზე ღიად ისაუბრა.

„სახლი, რომელიც ცენტრში მაქვს, ჩემი არ არის - ჩემი შვილის სახლია. მანქანაც ისევ ნინას დამსახურებით მაჩუქა. იმ დროს მანქანა გამიფუჭდა და ფაქტობრივად აღარც მყავდა. ბექა ყველაფერს იმისთვის აკეთებს, რომ თავისი შვილი იყოს კომფორტში.

ვფიქრობ, ძალიან სწორადაც იქცევა და თავის დანაშაულს გამოასწორებს. ჩემი კარგი ცხოვრებით დავიმსახურე, რომ ეგეთი ყოფილი მყავს. სხვათა შორის, ახალ წელს მე და ნინას „Cartier“-ის ბეჭედიც გვაჩუქა.

ბექას ჩემიანად სულ სამი ქორწინება ჰქონდა. მე მხოლოდ ერთ ქორწილში ვიყავი, როდესაც იტალიაში გადაიხადეს. სოფომ, მე და ნინა დაგვპატიჟა. მითხრეს, არ ვიცით როგორ გითხრათ, მაგრამ ძალიან გაგვიხარდება თუ წამოხვალო. სოფო მართლა ის ადამიანია, რომელმაც ბექას და ნინას ურთიერთობა, ზოგადად კი ყველასთან ჩვენი ურთიერთობა დაალაგა. მე და ბექას წლების განმავლობაში საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა გქონდა და ეს, რომ დალაგდა სწორედ სოფოს დამსახურებაა. სოფოც უკვე ყოფილია... 

ჩვენ შორის აი როგორი რაღაც არის: ძალიან პატარები ვიყავით, 18 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ვაიმე ღმერთო, რა პატარა ვიყავი, რამ გამათხოვა! შვილი რომ არ გვყავდეს, რა თქმა უნდა, ბექასთან ალბათ საერთოდ არანაირი კონტაქტი არ მექნებოდა,“ - ამბობს თიკამ ჯამბურია.

tika-jamburia

  • "26-28 კილოგრამი დავიკელი - მთელმა თბილისმა ასე დაიკლო“ - თიკა ჯამბურია წონის კლების რთულ გზაზე 

თიკა ჯამბურია 

მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და თიკა პოპულარული შოუების სასურველი სტუმარია დღესაც. 

თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს და ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი "ჯეირანი", რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი "ცისარტყელები".

  • "ჩემი შვილის მამაა, რატომ შეიძლება, რომ რაიმე ცუდი ურთიერთობა მქონდეს მასთან?" - თიკა ჯამბურია ყოფილ მეუღლეზე 

tika-jamburia

2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დღეს თიკაც და ბექაც ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, აქვთ მეგობრული ურთიერთობა და შვილის აღზრდაში ორივე ჩართულია.