„15 წლის შემდეგ მოვაწერეთ ხელი განქორწინებას“ – კრისტი ყიფშიძე გიორგი ყიფშიძესთან ოფიციალურ დაშორებაზე - Marao

„15 წლის შემდეგ მოვაწერეთ ხელი განქორწინებას“ – კრისტი ყიფშიძე გიორგი ყიფშიძესთან ოფიციალურ დაშორებაზე

2026-11-16 16:16:42+04:00

დედა-შვილი, კრისტი და ნატალია ყიფშიძეები პოდკასტ „მისმინეს“ სტუმრები იყვნენ. გადაცემაში კრისტიმ სხვა თემებთან ერთად ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც ის და მსახიობი გიორგი ყიფშიძე ოფიციალურად განქორწინდნენ.

„2004-ში დავშორდით და გადავედი დედაჩემის სახლში, 2019 წელს განვქორწინდით ოფიციალურად, 15 წლის მერე. გჯერათ? მახსენდებოდა, ვურეკავდი, გიორგის არასდროს ეცალა ამისთვის, ხან გადაღებაზე იყო, ხან – რეპეტიციაზე. მახსოვს, ბალიზე გავემგზავრე. მოგზაურობიდან რომ ვბრუნდები, სულ სიახლე ხდება ხოლმე ჩემს ცხოვრებაში. იქ მქონდა შეგრძნება, რომ როგორც კი ჩამოვიდოდი, ხელი უნდა გაგვეწერა.რომ ჩამოვედი, გიორგის დავურეკე, სადაც ხარ, იქ მოგაკითხავ-მეთქი. შევედით იუსტიციის სახლში, ხელი მოვაწერეთ, ფული გადავიხადეთ და გამოვედით. ეს იყო მაისის დასაწყისში, 17 მაისს მივაკითხე დოკუმენტს. 17 ოქტომბერს გვქონდა ქორწილი და 17 მაისს მივიღე განქორწინების ფურცელი...“ - ამბობს კრისტი ყიფშიძე.

kristi-kipshidze

  • "ოჯახთან არ მქონია უსიამოვნება, კონკრეტულად გიორგისთან მქონდა უთანხმოება" - კრისტი ყიფშიძე ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობას იხსენებს 

გიორგი ყიფშიძე და კრისტი ყიფშიძე 

კრისტი ყიფშიძე ქართული მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული სახეა. მისი კარიერა ათწლეულებს მოიცავს და ის დღემდე აქტიურად ჩანს პოდიუმსა თუ ტელეეკრანებზე.

კრისტი ყიფშიძე დაიბადა 1977 წელს. სამოდელო სფეროში 90-იან წლებში გამოჩნდა, როდესაც საქართველოში ეს ინდუსტრია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო. თავისი დახვეწილი გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით, მან მალევე მოიპოვა პოპულარობა და გახდა წამყვანი ქართველი დიზაინერების მუზა.

კრისტი მონაწილეობდა უამრავ ჩვენებასა და ფოტოგადაღებაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ის დღემდე ინარჩუნებს "ტოპ-მოდელის" სტატუსს და ხშირად ხსნის ან ხურავს ცნობილი ქართველი დიზაინერების ჩვენებებს.

  • "სირცხვილია! "შენი ძმაა! აბა, ოჯახს თუ არ დაეხმარე, ვის უნდა დახმარებოდი?!" - ენი გასიევა გიორგი ყიფშიძის შვილს, ნატალია ყიფშიძეს მიმართავს 

გარდა პოდიუმისა, კრისტიმ ძალები ტელევიზიაშიც მოსინჯა. ის მონაწილეობდა სხვადასხვა მეგაშოუში, მაგალითად, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და იყო სხვადასხვა გადაცემის სტუმარი თუ წამყვანი.

კრისტი ყიფშიძე ცნობილი მსახიობის, გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლეა. მათ საერთო ქალიშვილი, ნატალია ყიფშიძე ჰყავთ, რომელიც ასევე აგრძელებს ოჯახურ ტრადიციას და ხელოვნებისა თუ მოდის სფეროში საქმიანობს. მიუხედავად განქორწინებისა, კრისტის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა აქვს ყიფშიძეების ცნობილ სამსახიობო დინასტიასთან. კრისტი ყიფშიძე თავად აღარ დაქორწინებულა, თუმცა გიორგი ყიფშიძემ ორჯერ იქორწინა და ნატალიას უმცროსი და-ძმები ჰყავს.