ენ ჰეთუეი მესამე შვილის დედა გახდა - რა დაარქვეს პატარას? - Marao

ენ ჰეთუეი მესამე შვილის დედა გახდა - რა დაარქვეს პატარას?

2026-11-18 12:56:36+04:00

ჰოლივუდის ვარსკვლავი ენ ჰეთუეი მესამე შვილის დედა გახდა. 43 წლის მსახიობი ნიუ-იორკის ქუჩებში ახალშობილთან ერთად გადაიღეს, რის შემდეგაც სასიხარულო ინფორმაცია უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

როგორც გამოცემა People-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ენ ჰეთუეიმ და მისმა მეუღლემ, ადამ შულმანმა, მესამე შვილი შეეძინათ. 

anne hathaway

  • მათ გარეგნობას წლები ვერაფერს აკლებს - ვარსკვლავები, რომელთათვისაც ასაკი მხოლოდ ციფრებია 

მსახიობის ოჯახი

ენ ჰეთუეი და ადამ შულმანი 2012 წელს დაქორწინდნენ. წყვილს უკვე ჰყავს ორი ვაჟი – ჯონათანი და ჯეკი. მესამე შვილის დაბადებით მათი ოჯახი კიდევ ერთი წევრით გაიზარდა.

ამ ეტაპზე წყვილს ახალშობილის სახელი, სქესი და დაბადების ზუსტი თარიღი საჯაროდ არ გაუმხელია. არც მსახიობს და არც მის მეუღლეს სოციალურ ქსელებში ბავშვის დაბადების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.

ენ ჰეთუეიმ მესამე ორსულობის შესახებ ინფორმაცია 2026 წლის ივნისში გაავრცელა. მსახიობმა Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თეთრ სამოსში გამოწყობილი კამერის წინ გამოჩნდა და მომრგვალებული მუცელი გამოაჩინა.

anne hathaway

  • 2026 წლის ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში: სილამაზე, რომელიც დროზე მაღლა დგას 

პოსტს მან სიმღერის სახელწოდებიდან შთაგონებული წარწერა – „Baby, I'm yours“ დაურთო. სიახლემ მალევე მიიპყრო თაყვანისმცემლების ყურადღება და მსახიობს უამრავი მილოცვა მიუვიდა.

ორსულობის შესახებ საუბრისას ჰეთუეიმ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ეს სასიამოვნო, თუმცა მოულოდნელი სიურპრიზი იყო. მსახიობი და მისი მეუღლე მესამე შვილის მოლოდინს დიდი სიხარულით შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2026 წელი ენ ჰეთუეისთვის განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა – მსახიობი რამდენიმე მნიშვნელოვან კინოპროექტში მონაწილეობდა, მათ შორის ფილმებში „ეშმაკი ატარებს პრადას 2“ და „ოდისეა“. ახლა კი ვარსკვლავს კარიერულ წარმატებებთან ერთად კიდევ ერთი განსაკუთრებული სიხარული აქვს – ოჯახში მესამე შვილის დაბადება.