"ქართველები არიან?" - ვინ არიან პატარა ვარსკვლავები, რომელთა ვიდეომაც სოციალური ქსელი დაიპყრო - Marao

"ქართველები არიან?" - ვინ არიან პატარა ვარსკვლავები, რომელთა ვიდეომაც სოციალური ქსელი დაიპყრო

2026-11-19 13:08:36+04:00

სოციალური ქსელის ახალი გმირები

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია პატარა ქართველი გოგო-ბიჭის, ტასო კალანდიასა და დათა ბერიძიშვილის ვიდეომ, რომელიც საბავშვო სამოსის ბრენდის, „Ketis babydress“-ის გადაღებიდან გავრცელდა. ვიდეო Gabi studio • გაბი სტუდიაშია გადაღებული.

dati-taso

კადრებში პატარები საზეიმო, წითელ სამოსში არიან წარმოდგენილნი და თავიანთი გარეგნობით, ბუნებრივი მანერებითა და უშუალობით მაყურებელთა გულებს მარტივად იგებენ.

  • "მნიშვნელოვანია, რომ თავი დააყენოთ ბავშვის ადგილას და დაფიქრდეთ" - როგორ უნდა დავაწესოთ ოჯახში წესები აკრძალვების გარეშე - ანი ბებიას რჩევები

გავრცელებულ ვიდეოსა და ფოტომასალაში დათა და ტასო ნამდვილ ზღაპრულ გმირებს ჰგვანან — ბიჭუნა სამეფო სტილის, ოქროსფერი დეტალებით გაფორმებულ წითელ სამოსში პოზირებს, ხოლო გოგონას ელეგანტური, წითელი კაბა ამშვენებს. სწორედ ამ კონტრასტმა და ბავშვების დახვეწილმა მიმიკებმა შექმნა ის განწყობა, რომლის გამოც პოსტებმა სწრაფად მოაგროვა ათასობით რეაქცია და გაზიარება.

dati-taso

სოციალურ მედიაში პატარების ვიდეოების ასეთი წარმატება ხშირად იმ გულწრფელობითა და ბუნებრიობით აიხსნება, რაც ბავშვებს კამერის წინ ახასიათებთ. ტასო კალანდიასა და დათა ბერიძიშვილის შემთხვევაშიც მაყურებელმა განსაკუთრებით დააფასა მათი არტისტული სითამამე, დახვეწილი იერი და ის პოზიტიური ენერგია, რომელმაც ბრენდის სარეკლამო კადრები სოციალური ქსელის მთავარ განხილვის თემად აქცია.

  • "მინდა, სასახელო ქართველი გაიზარდო, სამშობლოსა და ადამიანების მოყვარული" - მარიამ ელიეშვილის ოჯახური ფოტოები და ცხოვრება საქართველოდან შორს

ამ მართლაც ზღაპრულ პრინცესასა და პრინცს კადრს მიღმაც გაგაცნობთ - ტასო კალანდიას ჰყავს ორი და მაშო და კირა კალანდიები. მისი დედა გვანცა ბერულავაა, ხოლო მამა - თორნიკე კალანდია. 

  • დამიანე კვარაცხელიას ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს: "ეს ბავშვი ფეხბურთს ძალიან სერიოზულად უდგება"

დათა ბერიძიშვილს ერთი უფროსი ძმა, ირაკლი ბერიძიშვილი ჰყავს,  მისი დედა ელზა მენთეშაშვილია, მამა კი - იოსებ ბერიძიშვილი. მშობლები და და-ძმები პატარა დათისა და ტასოს მთავარი გულშემატკივრები არიან.