"დღეს გულზე საოცარი სიმძიმე მაწევს" - ნიცა თავაძე ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება - Marao

"დღეს გულზე საოცარი სიმძიმე მაწევს" - ნიცა თავაძე ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება

2026-11-20 10:12:05+04:00

ნიცა თავაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"დღეს გულზე საოცარი სიმძიმე მაწევს. რთულია გაიაზრო ასეთი გულისამაჩუყებელი ტრაგედია.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ოჯახებსა და ახლობლებს" - წერს ნიცა თავაძე.

nitsa-tavadze

  • რა მოხდა ფონიჭალაში - ტრაგიკული შემთხვევის დეტალები: “ 5 არაჩვეულებრივ შვილს ზრდიდა ნინო და მისი მეუღლე” 

რა მოხდა ფონიჭალაში

2026 წლის 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ოპერაცია დასრულდა. 

აფეთქება დილის საათებში, ქვემო ფონიჭალის ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა, რამაც ნგრევა გამოიწვია.  წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება. გარდაცვლილებს შორის არიან დედა-შვილი, ნინო ჭელიძე და ნუცა ფხალაძე. ასევე დედა-შვილი, ვერონიკა (ვერიკო) ვანიშვილი და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი, არიანა. გარდაცვლილია 28 წლის ბიჭი, ჯაბა საყევარაშვილი, ასევე ლალი შიშმანაშვილი.