"ამ ტრაგედიამ ყველა შეგვცვალა... თითქოს ყველაფერი, რაც აქამდე გვაწუხებდა, ერთ წამში უმნიშვნელო გახდა" - ბარბარა სამხარაძე თბილისში მომხდარი ტრაგედიის შესახებ - Marao

"ამ ტრაგედიამ ყველა შეგვცვალა... თითქოს ყველაფერი, რაც აქამდე გვაწუხებდა, ერთ წამში უმნიშვნელო გახდა" - ბარბარა სამხარაძე თბილისში მომხდარი ტრაგედიის შესახებ

2026-11-20 10:45:05+04:00

"ყველაფერზე მეფიქრება. 3 წლის თაია დედას რომ იკითხავს, რას ეტყვიან? ექიმები, რომლებიც ამ ყველაფრის შუაგულში არიან, როგორ გაუმკლავდებიან იმ ემოციებსა და სიცარიელეს, რასაც ეს კითხვა და ტრაგედია დაუტოვებთ.

კი, ბევრი უსამართლობა ხდება, მაგრამ განსაკუთრებით მძიმეა იმის გააზრება, რომ შეიძლება დადგეს მომენტი, როცა 3 წლის ბავშვის კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ გქონდეს. თაიას პატარა დაიკო როგორ არის?…ან არის კიდევ? მაშველები როგორ შეძლებენ ამ ყველაფრის შემდეგ იმ სიმშვიდისა და შინაგანი ძალის დაბრუნებას, რომლითაც აქამდე ამდენს აკეთებდნენ?

  • რა მოხდა ფონიჭალაში - ტრაგიკული შემთხვევის დეტალები: “ 5 არაჩვეულებრივ შვილს ზრდიდა ნინო და მისი მეუღლე”

ამ ტრაგედიამ ყველა შეგვცვალა. თითქოს ყველაფერი, რაც აქამდე გვაწუხებდა, ერთ წამში უმნიშვნელო გახდა. უცებ მივხვდით, რამდენ რამეს ვაქცევდით პრობლემად, მაშინ, როცა ყველაზე ძვირფასი რამ - სიცოცხლე და საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნა - ასე მყიფე და დაუცველია", - წერს სოციალურ ქსელში მუსიკოსი ბარბარა სამხარაძე თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ.

samxaradze

რა მოხდა ფონიჭალაში?

2026 წლის 19 ნოემბერს თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის/დაგროვების სავარაუდო მიზეზით მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი - დაშავდა.

გარდაცვლილებს შორის არიან დედა-შვილი, ნინო ჭელიძე და ნუცა ფხალაძე. ასევე დედა-შვილი, ვერონიკა (ვერიკო) ვანიშვილი და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი, არიანა. გარდაცვლილია 28 წლის ბიჭი, ჯაბა საყევარაშვილი, ასევე ლალი შიშმანაშვილი.