"ყველაფერი პოლიტიკურია ამ სამყაროში, გაზის გამათბობლის აფეთქებით დაწყებული, შუა კორპუსთან გახეთქილი ცენტრალური წყლის მილით გაგრძელებული და ავარიებში ამომწყდარი ოჯახებით დამთავრებული.
გერმანიაში, მაგალითად, ნოემბრის პირველი 10 დღის განმავლობაში გვატყობინებენ თარიღს და დროს, როდის უნდა ვიყოთ სახლში და კორპუსში მოდის ინსპექცია, ვინც ამოწმებს გამათბობელს და მილებს. ყოველ წელს სტიკერი უნდა დააკრან "ქვაბს", სავალდებულო პროცესია ეს, მეხუთე წელია იგივე პროცესს გავდივართ სრული სიზუსტით.
წელს ჩემთან ნამწვის გაწოვის სიმძლავრე არ მოეწონათ და მილები უნდა გაწმინდონ, ველოდები ახლა 2-3 დღეში", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, თაკო ურუშაძე საკუთარ გვერდზე.

რა მოხდა ფონიჭალაში
2026 წლის 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ოპერაცია დასრულდა.
აფეთქება დილის საათებში, ქვემო ფონიჭალის ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა, რამაც ნგრევა გამოიწვია. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება. გარდაცვლილებს შორის არიან დედა-შვილი, ნინო ჭელიძე და ნუცა ფხალაძე. ასევე დედა-შვილი, ვერონიკა (ვერიკო) ვანიშვილი და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი, არიანა. გარდაცვლილია 28 წლის ბიჭი, ასევე ახალგაზრდა ქალი.