ღმერთო, რატომ? სად წახვედი, ჩვენო პატარა გოგო? ყველაზე მხიარულო და ყველაზე საყვარელო, როგორ მოენატრები ვახუნას და მთელ კლასს. ვერ ვიჯერებ, არიანა, რომ აღარ იკაშკაშებ კლასში და აღარ გაამხიარულებ მთელ სკოლას. გვიყვარხარ, არიანა, ძალიაააააან გვიყვარხარ", - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი, ექიმი სოფო ჯაფარიძე.
ქვემო ფონიჭალაში მომხდარმა საზარელმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მომხდარ აფეთქებას უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაღუპულთა შორის არიან ვერიკო ვანიშვილი და მისი არასრულწლოვანი შვილი, არიანა.

რა მოხდა ფონიჭალაში
2026 წლის 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ოპერაცია დასრულდა.
აფეთქება დილის საათებში, ქვემო ფონიჭალის ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა, რამაც ნგრევა გამოიწვია. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება. გარდაცვლილებს შორის არიან დედა-შვილი, ნინო ჭელიძე და ნუცა ფხალაძე. ასევე დედა-შვილი, ვერონიკა (ვერიკო) ვანიშვილი და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი, არიანა. გარდაცვლილია 28 წლის ბიჭი, ჯაბა საყევარაშვილი, ასევე ლალი შიშმანაშვილი.