19 წლის ლინა სიჭინავა „სუხიშვილების“ იმ ახალი თაობის წარმომადგენელია, რომელიც ქართულ ქორეოგრაფიას თანამედროვე ციფრული სივრცის დინამიკასთან აერთიანებს - მისი ვიდეოები სოციალურ ქსელებში ხშირად ხდება განხილვისა და აღფრთოვანების საგანი, რადგან ლინას სავიზიტო ბარათად იქცა გამორჩეული გარეგნობა, ბუნებრივი მომხიბვლელობა და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა. სცენაზე იგრძნობა ის სიმტკიცე და სისხარტე, რაც ანსამბლის ტრადიციას ახლავს, ეკრანს მიღმა კი მისი ყოველდღიურობა ახალგაზრდული სილაღითა და თავდაჯერებულობით გამოირჩევა.

მრავალმხრივი რიტმი და ციფრული სამყარო
მენეჯმენტი, ფოტომოდელობა, ციფრული კონტენტი და ქართული ცეკვა - ეს ის მიმართულებებია, რომლებსაც ლინა 19 წლის ასაკში თავისუფლად და ჰარმონიულად უთავსებს ერთმანეთს. ინტენსიურ სარეპეტიციო და საგასტროლო გრაფიკთან ერთად ის ახერხებს დრო დაუთმოს პროფესიულ განვითარებას, კამერის წინ მუშაობასა და იდეების გენერირებას, თანაც ისე, რომ მისი თითოეული საქმიანობა ბუნებრივად ავსებს დანარჩენს. სოციალურ ქსელებში მისი აქტიურობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ეფექტური კადრებით - ეს არის ცოცხალი კომუნიკაცია აუდიტორიასთან, სადაც ტრადიციული ხელოვნება და თანამედროვე ცხოვრების წესი ერთმანეთს ხვდება.

ცოტა ხნის წინ ლინა სიჭინავამ ერთ-ერთ ქორწილში შესრულებული ულამაზესი ცეკვით მიიპყრო ყურადღება, ამჯერად კი ბევრს საუბრობენ მისი და ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას შესახებ - მედიასა თუ სოციალურ ქსელში ლინასა და ილიას ერთობლივი ფოტო ვრცელდება, თუმცა კადრი რეალურია თუ ხელოვნური ინტელექტის შექმნილი, ცნობილი არ არის. ასევე არ არის ცნობილი, რამდენად რეალურია გავრცელებული ინფორმაცია მათი რომანის შესახებ.
