მენეჯმენტი, ფოტომოდელობა, ციფრული კონტენტი და ქართული ცეკვა - ეს იმ სფეროების მცირე ჩამონათვალია, რომლებშიც ლინა სიჭინავა თავის ენერგიასა და ტალანტს დებს.
ლინა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მენეჯმენტს სწავლობს, თავისუფალ დროს კი ფოტომოდელობას უთმობს. როგორც ინფლუენსერი, იგი აქტიურად თანამშრომლობს წამყვან ბრენდებთან. თუმცა, მისი ყოველდღიურობის განსაკუთრებული ნაწილი „სუხიშვილების“ აკადემიას უკავშირდება, სადაც 5-დან 15 წლამდე ბავშვებს ცეკვას ასწავლის და მათში ხელოვნებისადმი სიყვარულს აღვივებს.
ლინა სიჭინავას ვიდეობი კონცერტებიდან თუ რეპეტიციებიდან სოციალურ მედიაში ხსირად ვირუსულად ვრცელდება - შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს მისი განსაკუთრებული შარმი, პროფეიონალიზმი და ქარიზმა. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ლინას შესრულებულმა ცეკვამ მეგობრის, ასევე „სუხიშვილების“ მოცეკვავის, ანა სუხიშვილის ქორწილიდან.

ლინა სიჭინავას ბავშვობის, მისი პროფესიისა და სამომავლო გეგმების შესახებ საინტერესო ინტერვიუ შემოგვთავაზა Fortuna.ge-მ.
ლინა სიჭინავა - „სუხიშვილების“ ახალი თაობის ვარსკვლავი
ლინა სიჭინავა „სუხიშვილებში“ პირველად 5 წლის წინ მივიდა, მას სემდეგ კი დიდი გზა გაიარა, ბევრი შრომისა და ვარჯიშის შემდეგ კი მოხვდა სტაჟიორთა ჯგუფში, მოგვიანებით კი ანსმაბლთან ერთად სცენაზეც ვიხილეთ.
- ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო, მეცეკვა „სუხიშვილებში“. პატარაობიდან ვეძებდი ძველი და ახალი თაობის მოცეკვავეთა ვიდეოებს. ვცდილობდი, იგივე მოძრაობები ამეთვისებინა.

მუდმივად, ყოველთვის ვაკვირდები ძველი თაობის მოცეკვავეებს და ვცდილობ, ანსამბლის სტილის შესაბამისად ვიცეკვო, მათ მსგავსად, სრულყოფილად შევასრულო მოძრაობები. ყოველთვის ვეკითხები ხოლმე, რა შეიძლება, უკეთესად გავაკეთო.
ჩემი მთავარი მიზანია, ვიცეკვო ანსამბლის შემადგენლობაში. დიდი შრომისა და მონდომების ფასად, იმედია, რომ გამომივა…
ნახეთ ინტერვიუ სრულად