კადრები არაორდინალური ქორწილიდან, ბედნიერი ოჯახი და ოჯახური ალბომი: ინანო მუშკუდიანის ცხოვრების სიახლეები - Marao

კადრები არაორდინალური ქორწილიდან, ბედნიერი ოჯახი და ოჯახური ალბომი: ინანო მუშკუდიანის ცხოვრების სიახლეები

2026-11-21 16:17:00+04:00

ქართველმა დიზაინერმა და არქიტექტორმა, ინანო მუშკუდიანმა, სოციალურ ქსელში ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა.

"ოჯახური დრო" - წერს ინანო.

ინანო თბილისში, ცნობილი ხელოვანების ოჯახში დაიბადა. დედამისი მსახიობი ეკა ჩხეიძეა, ბაბუა - რეჟისორი თემურ ჩხეიძე, ხოლო დიდი ბებია - მსახიობი მედეა ჩახავა. მამა არქიტექტორი ლევან მუშკუდიანია, მამის მხრიდან ბაბუა კი - საოპერო მომღერალი და კინომსახიობი თენგიზ მუშკუდიანი.

ხელოვანთა ოჯახს უკავშირდება ინანოს პირადი ცხოვრებაც. მისი მეუღლე გიორგი ლოლაშვილია - მსახიობების, ჟანრი ლოლაშვილისა და თათული დოლიძის ვაჟი.

ინანოს მიერ გაზიარებულმა ოჯახურმა კადრებმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.

inano-mushkudiani

  • "ერთი წელია, რაც დავოჯახდით...თბილისში თათულისთან და ჟანრისთან ერთად ვცხოვრობთ" - ინანო მუშკუდიანი გიორგი ლოლაშვილთან ქორწინებასა და ოჯახურ ცხოვრებაზე საუბრობს 

ინანო მუშკუდიანის ოჯახი და კარიერა

ბავშვობაში ინანოს მსახიობობა უნდოდა, მაგრამ დედა ამის წინააღმდეგი იყო. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ინანომ ბიზნესის მიმართულებით გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება. კავკასიის ბიზნეს სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წლის მანძილზე მუშაობდა "ოპერა დიზაინში". ეს შპს ცნობილი ევროპული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. 

ინანო დაოჯახებულია. მისი მეუღლე ჟანრი ლოლაშვილი ვაჟი, გიორგი ლოლაშვილია. 

inano-mushkudiani

  • ინტერვიუ: ეკა ჩხეიძის ქალიშვილის იტალიური თავგადასავალი: როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს ინანო მუშკუდიანი 

"ერთი წელია, რაც დავოჯახდით. თავიდანვე დისტანციური ურთიერთობა გვქონდა. საბუთები ახლა ვიზაზე გვაქვს შეტანილი და იმედია, მალე იქნება. ბოლო სამი წელია ვფიქრობდი და ბოლოს გადავწყვიტე, რომ სამსახურიდან უნდა წამოვსულიყავი. ვინჩენცო დე კოტისთან დირექტორი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ უკვე საკმარისი იყო. მინდოდა, თავისუფლება მქონოდა - როცა დამჭირდებოდა ან მომინდებოდა, ცოტა ხნით თბილისში ვყოფილიყავი, მერე კი მილანში დავბრუნებულიყავი. ეს შეზღუდულობა აღარ მინდოდა - რომ არასდროს მეცალა. ის ორი კვირაც კი, როცა შვებულება მქონდა, ტელეფონი სულ ხელში უნდა მჭეროდა, რადგან მეილებზე, ზარებსა და ყველაფერზე პასუხი უნდა გამეცა. სულ რაღაც პრობლემა იყო გადასაჭრელი, ბოლომდე შვებულებაშიც კი ვერ ისვენებდი. ბოლო პერიოდში სამსახურისგან დამოუკიდებლად რამდენიმე პროექტი გავაკეთე. თავიდან, როცა საქმე ერთ-ორ პროექტს ეხებოდა, მაინც ვახერხებდი: სამსახურიდან სახლში მივდიოდი და თავს ვაძალებდი, ისევ კომპიუტერთან დავმჯდარიყავი, მეხაზა, დამერენდერებინა და ასე შემდეგ. მერე მივხვდი, რომ უნდა გამერისკა, იმიტომ, რომ თუ არ გარისკავ, ისე არასდროს მოვა ვიღაც და ერთდროულად 20 პროექტს არ მოგცემს.

თბილისში თათულისთან და ჟანრთან ერთად ვცხოვრობთ. ერთი დიდი სახლია, სადაც ყველანი ერთად ვართ, მათ შორის, მე და გიორგიც - ბოლო სართულზე. ახლა ისე ვარ ჩამოსული, რომ ცოტა საქმეებიც მაქვს. ამის გამოც უფრო მიხაროდა თბილისში დიდხანს ყოფნა - თან ერთი მაღაზიის მშენებლობა მიდის, მეორე ახლახან დასრულდა და დღის განმავლობაში საქმეც მაქვს," - ამბობდა ინანო.

ინანოსა და გიორგის არატრადიციული საქორწინო წვეულება ჰქონდათ, კადრები კი მათმა მეგობრებმა სოციალურ ქსელშიც გააზიარეს. 

inano-mushkudiani

inano-mushkudiani