ფონიჭალაში აფეთქებას 54 წლის ლალი შიშმანაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ლალი შიშმანაშვილი კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა. აფეთქების დროს სახლში იმყოფებოდნენ მისი ტყუპი გოგონებიც, რომლებმაც შენობიდან გამოსვლა შეძლეს. დედის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ მისი შვილი, რიმა ბედოშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ჩემი ღიმილიანი დედიკო წავიდა ღმერთთან“ – წერს რიმა ბედოშვილი.

რა მოხდა ფონიჭალაში
2026 წლის 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ოპერაცია დასრულდა.
აფეთქება დილის საათებში, ქვემო ფონიჭალის ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა, რამაც ნგრევა გამოიწვია. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება. გარდაცვლილებს შორის არიან დედა-შვილი, ნინო ჭელიძე და ნუცა ფხალაძე. ასევე დედა-შვილი, ვერონიკა (ვერიკო) ვანიშვილი და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი, არიანა. გარდაცვლილია 28 წლის ბიჭი, ჯაბა საყევარაშვილი, ასევე ლალი შიშმანაშვილი.
2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა